გიორგი ვოლსკი: თქვენ გგონიათ გვარამიამ არ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან არაფერი აუღია და პირიქით, ქვეყანას დაეხმარა?! ძალიან კარგად იცის, მაგრამ ეს კარნახია, თემაა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან არაფერი აუღია და ქვეყანას დაეხმარა, თუმცა მის წინააღმდეგ შეტევა კარნახით ხდება.

თქვენ გგონიათ გვარამიამ არ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან არაფერი აუღიაცდა პირიქით, ქვეყანას დაეხმარა?! ძალიან კარგად იცის, მაგრამ ეს კარნახია, თემაა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, გვარამიას განცხადებები სიბინძურეა, მაგრამ ბრძოლაში „მოსულა“, რადგან რადიკალური ოპოზიციისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია.
„ძალიან მძიმეა სიმართლე. საქართველო გადარჩება თუ არა, არავის აინტერესებს ამ კუთხით. მოაწყვეს ბიძინა ივანიშვილზე ფინანსური შეტევა, იმ კაცმა მაინც არ დაიხია უკან. თქვენ გგონიათ გვარამიამ არ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან არაფერი აუღია და პირიქით, ქვეყანას დაეხმარა?! ძალიან კარგად იცის, მაგრამ ეს კარნახია, თემაა. ერთი, რომ ახალგაზრდები მოატყუოს გარშემო, ან ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება ფიქრობენ, რომ რას ერჩით ამ კაცს, ქვეყნისთვის კარგის მეტი რა გაუკეთებიაო. სიბინძურეა, მაგრამ ბრძოლაში „მოსულა“. მაგათთვის ჩვეულებრივი ამბავია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პოლიტიკური თვითგადარჩენის მცდელობა და მორიგი ტყუილი ნიკა გვარამიასგან - გამოგონილი ამბით თავდასხმის სამიზნე ამჯერად ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ძალიან მძიმეა სიმართლე. საქართველო გადარჩება თუ არა, არავის აინტერესებს ამ კუთხით. მოაწყვეს ბიძინა ივანიშვილზე ფინანსური შეტევა, იმ კაცმა მაინც არ დაიხია უკან. თქვენ გგონიათ გვარამიამ არ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან არაფერი აუღია და პირიქით, ქვეყანას დაეხმარა?! ძალიან კარგად იცის, მაგრამ ეს კარნახია, თემაა. ერთი, რომ ახალგაზრდები მოატყუოს გარშემო, ან ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება ფიქრობენ, რომ რას ერჩით ამ კაცს, ქვეყნისთვის კარგის მეტი რა გაუკეთებიაო. სიბინძურეა, მაგრამ ბრძოლაში „მოსულა“. მაგათთვის ჩვეულებრივი ამბავია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…