არჩილ გორდულაძე: „მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 პირის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი – რომ არა ჩვენი ხელისუფლების ინტენსიური სამუშაოები, რეალური რისკი იყო, მთლიანად საქმე წაგვეგო“
არჩილ გორდულაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს რუსეთიდან დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგში მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი იყო წარდგენილი, რის გამოც საქმის წაგების რეალური რისკი არსებობდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
მან ყურადღება გაამახვილა გვარამიას განცხადებაზე, რომ ის ამაყობს რუსეთიდან დეპორტაციის საქმეზე უშუალოდ მის მიერ კვალიფიციურად ნაწარმოები საქმისა და საქართველოს ამ საქმეზე გამარჯვების გამო. როგორც გორდულაძემ განმარტა, სინამდვილეში, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ინტენსიური მუშაობის შედეგად სტრასბურგის სასამართლოს, 118 დაზარალებულის ნაცვლად, 1800-მდე ქართველი მსხვერპლის მონაცემი წარედგინა, რის შედეგადაც რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
„ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის ამაყობს ქართველების რუსეთის ფედერაციიდან დეპორტაციის საქმეზე უშუალოდ მის მიერ კვალიფიციურად ნაწარმოები საქმის და ამ საქმეზე საქართველოს გამარჯვების გამო.
სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 პირის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი.
ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა დაზარალებულების დეტალური სია, რომელიც არც დამუშავებული იყო და არც რომელიმე უწყებაში შენახული. შესაბამისად, ჩვენს ხელისუფლებას წლების შემდეგ მოუწია დაზარალებულებთან კომუნიკაცია, სხვადასხვა წყაროების სიღრმისეული ანალიზი, რის შედეგადაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გაიგზავნა 1800-მდე ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. შედეგად რუსეთს დაეკისრა 10 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება.
რომ არა ჩვენი ხელისუფლების მიერ წლების შემდეგ განხორციელებული ინტენსიური სამუშაოები, დეპორტირებულების საქმეზე მხოლოდ 118 პირის გამოძევების დამადასტურებელი ინფორმაცია ჰქონდათ შეგროვებული და რეალური რისკი იყო იმის, რომ მთლიანად საქმე წაგვეგო, რადგან ამ მონაცემით მასობრივი დეპორტაცია ვერ დადასტურდებოდა,“ – აღნიშნა გორდულაძემ.
ასევე, მან კვლავ აღნიშნა ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ სარჩელში მითითებული პარტიების აკრძალვას ითხოვს იმის გამო, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას. გარდა ამისა, გორდულაძის თქმით, კვლავ დადასტურდა, რომ გვარამიას პარტია არ აღიარებს არჩეულ ხელისუფლებას.
„ნიკა გვარამია და მისი პარტია აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას იმ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს, რომლებიც ხელახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
კიდევ ერთხელ, ცალსახად გვსურს განვაცხადოთ, რომ ქართული ოცნება სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ითხოვს იმის გამო, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და ეწევიან ისეთ საქმიანობას, რომლის მიზანია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებით იმის შესახებ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა შემდეგი;
პირველი – ნიკა გვარამიას პარტია კვლავ არ აღიარებს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და იმ უმთავრეს კონსტიტუციურ პრინციპს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი; მეორე – ძალადობრივი აქციების დროს საქართველოს პარლამენტის შენობისთვის მოლოტოვის კოქტეილების მსროლელი და პარლამენტის შენობის დაწვის, ასევე პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობის ჩამდენი პირების, ასევე 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენი პირების „უკანონო პატიმრებად“ მოხსენიებით ნიკა გვარამიას პარტია არათუ არ ემიჯნება ამ ძალადობრივ ქმედებებს, არამედ ღია მხარდაჭერას უცხადებს მას,“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის ამაყობს ქართველების რუსეთის ფედერაციიდან დეპორტაციის საქმეზე უშუალოდ მის მიერ კვალიფიციურად ნაწარმოები საქმის და ამ საქმეზე საქართველოს გამარჯვების გამო. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 პირის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი. ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა დაზარალებულების დეტალური სია, რომელიც არც დამუშავებული იყო და არც რომელიმე უწყებაში შენახული. შესაბამისად, ჩვენს ხელისუფლებას წლების შემდეგ მოუწია დაზარალებულებთან კომუნიკაცია, სხვადასხვა წყაროების სიღრმისეული ანალიზი, რის შედეგადაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გაიგზავნა 1800-მდე ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. შედეგად რუსეთს დაეკისრა 10 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება. რომ არა ჩვენი ხელისუფლების მიერ წლების შემდეგ განხორციელებული ინტენსიური სამუშაოები, დეპორტირებულების საქმეზე მხოლოდ 118 პირის გამოძევების დამადასტურებელი ინფორმაცია ჰქონდათ შეგროვებული და რეალური რისკი იყო იმის, რომ მთლიანად საქმე წაგვეგო, რადგან ამ მონაცემით მასობრივი დეპორტაცია ვერ დადასტურდებოდა,“
„ნიკა გვარამია და მისი პარტია აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას იმ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს, რომლებიც ხელახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. კიდევ ერთხელ, ცალსახად გვსურს განვაცხადოთ, რომ ქართული ოცნება სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ითხოვს იმის გამო, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და ეწევიან ისეთ საქმიანობას, რომლის მიზანია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებით იმის შესახებ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა შემდეგი; პირველი – ნიკა გვარამიას პარტია კვლავ არ აღიარებს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და იმ უმთავრეს კონსტიტუციურ პრინციპს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი; მეორე – ძალადობრივი აქციების დროს საქართველოს პარლამენტის შენობისთვის მოლოტოვის კოქტეილების მსროლელი და პარლამენტის შენობის დაწვის, ასევე პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობის ჩამდენი პირების, ასევე 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენი პირების „უკანონო პატიმრებად“ მოხსენიებით ნიკა გვარამიას პარტია არათუ არ ემიჯნება ამ ძალადობრივ ქმედებებს, არამედ ღია მხარდაჭერას უცხადებს მას,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…