ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: „თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული“

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის მტკიცება, თითქოს პარტიების აკრძალვა კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს და დიქტატურას ნიშნავს, ტყუილია და სარჩელი ევროპულ პრინციპებს შეესაბამება.

არჩილ გორდულაძე: „თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული“
არჩილ გორდულაძე: „თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული“POSTV

„ტყუილია ნიკა გვარამიას და მისი პარტიის განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს არეგულირებს. ტყუილია ასევე მათი განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვა დიქტატურის დამყარებას ნიშნავს“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური და დემოკრატიის პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედი პარტიების აკრძალვის მოთხოვნა, სწორედ ევროპული სტრუქტურების პრინციპების შესაბამისია.

„სინამდვილეში, ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური და დემოკრატიის პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედი პარტიების აკრძალვის მოთხოვნა სწორედ რომ ევროპული სტრუქტურების მიერ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარეობს და სრულად შეესაბამება მას. გარდა ამისა, თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული, მაგალითად, უკრაინაში, მოლდოვაში, გერმანიაში, ესპანეთში და ა.შ.

გარდა ამისა, გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ აბსურდზე, კერძოდ, სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები ევროპული ღირებულებების უგულებელყოფას ჩვენ ედავებიან, მაშინ როდესაც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხის მომწესრიგებელი 78-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ქართული ოცნების ავტორობით ჩაიწერა, საქართველოს კონსტიტუციის მიღებისას კენჭისყრის დროს კი მაშინდელმა ოპოზიციამ, ანუ ნაცმოძრაობამ, მას მხარი არ დაუჭირა,“ – განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამია და მისი პარტია აცხადებდა, რომ პოლიტიკური პარტიის გავლენა და პარტიის საარჩევნო მხარდაჭერა, შესაძლებელია, პარტიის აკრძალვის პროცესში გასათვალისწინებელი ერთ-ერთი კრიტერიუმი იყოს, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოს წინა სხდომებზე მათ მიერვე დაფიქსირებულ პოზიციას.

„მისი დღევანდელი ეს განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლოს წინა სხდომებზე ამ საკითხის შესახებ მათ მიერვე დაფიქსირებულ პოზიციას, რა დროსაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ პარტიის აკრძალვის დროს პარტიის საარჩევნო მხარდაჭერა არ შეიძლება გასათვალისწინებელი კრიტერიუმი ყოფილიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს მოკლედ აღვნიშნოთ, რომ ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა დღეს ერთმანეთისგან განსხვავებული და წინააღმდეგობრივი პოზიციების დაფიქსირება, უბრალოდ, არასერიოზულია,“ – აღნიშნა გორდულაძემ.

მან ასევე ტყუილი უწოდა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელის შეტანამდე თავად შექმნა ფაქტები და რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად დაკომპლექტდა.

„ტყუილია, რომ ქართულმა ოცნებამ სარჩელის შეტანამდე რეტროსპექტიულად თავად შექმნა ფაქტები და შემდეგ სარჩელი ამ შექმნილ ფაქტებს დააფუძნა.

სინამდვილეში, კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეფუძნება.

ტყუილია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვით ადამიანის უფლებები დაირღვა.

სინამდვილეში, საქართველოს მოქალაქეების მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვა სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომელიც მან საბერძნეთთან დაკავშირებით გამოიტანა (საქმეზე „სიტაროპულოსი და გიაკუმოპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“).

ტყუილია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად იქნა დაკომპლექტებული.

სინამდვილეში, გვსურს კიდევ ერთხელ ცალსახად აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა დაკომპლექტებული,“ – აღნიშნა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – გამაოგნებელი იყო ნიკა გვარამიას და მისი პარტიის განცხადება, რომ „მშვიდობიანი დამხობა“ გამართლებულია, შეუძლებელია, საზოგადოებას ამაზე უფრო პირდაპირი აღიარება მოესმინა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტყუილია ნიკა გვარამიას და მისი პარტიის განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს არეგულირებს. ტყუილია ასევე მათი განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვა დიქტატურის დამყარებას ნიშნავს“
არჩილ გორდულაძე
„სინამდვილეში, ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური და დემოკრატიის პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედი პარტიების აკრძალვის მოთხოვნა სწორედ რომ ევროპული სტრუქტურების მიერ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარეობს და სრულად შეესაბამება მას. გარდა ამისა, თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული, მაგალითად, უკრაინაში, მოლდოვაში, გერმანიაში, ესპანეთში და ა.შ. გარდა ამისა, გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ აბსურდზე, კერძოდ, სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები ევროპული ღირებულებების უგულებელყოფას ჩვენ ედავებიან, მაშინ როდესაც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხის მომწესრიგებელი 78-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ქართული ოცნების ავტორობით ჩაიწერა, საქართველოს კონსტიტუციის მიღებისას კენჭისყრის დროს კი მაშინდელმა ოპოზიციამ, ანუ ნაცმოძრაობამ, მას მხარი არ დაუჭირა,“
არჩილ გორდულაძე
„მისი დღევანდელი ეს განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლოს წინა სხდომებზე ამ საკითხის შესახებ მათ მიერვე დაფიქსირებულ პოზიციას, რა დროსაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ პარტიის აკრძალვის დროს პარტიის საარჩევნო მხარდაჭერა არ შეიძლება გასათვალისწინებელი კრიტერიუმი ყოფილიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს მოკლედ აღვნიშნოთ, რომ ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა დღეს ერთმანეთისგან განსხვავებული და წინააღმდეგობრივი პოზიციების დაფიქსირება, უბრალოდ, არასერიოზულია,“
არჩილ გორდულაძე
„ტყუილია, რომ ქართულმა ოცნებამ სარჩელის შეტანამდე რეტროსპექტიულად თავად შექმნა ფაქტები და შემდეგ სარჩელი ამ შექმნილ ფაქტებს დააფუძნა. სინამდვილეში, კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეფუძნება. ტყუილია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვით ადამიანის უფლებები დაირღვა. სინამდვილეში, საქართველოს მოქალაქეების მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვა სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომელიც მან საბერძნეთთან დაკავშირებით გამოიტანა (საქმეზე „სიტაროპულოსი და გიაკუმოპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“). ტყუილია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად იქნა დაკომპლექტებული. სინამდვილეში, გვსურს კიდევ ერთხელ ცალსახად აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა დაკომპლექტებული,“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები