რუსეთმა გერმანიისგან 79 მილიონი ევროს პროთეზები და ხელოვნური სახსრები შეიძინა
რუსეთმა გერმანიისგან 79 მილიონი ევროს ღირებულების პროთეზები და ხელოვნური სახსრები შეიძინა. „როსტეხის“ მონაცემებით, პროთეზირების საჭიროების მქონე პირებში ახალგაზრდების წილი გაორმაგდა, რაც უკრაინის ომში დაჭრილი სამხედროებით არის განპირობებული.

გამოცემა წერს, რომ ეს რაოდენობა თითქმის მესამედით (19 მილიონი ევროთი) აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. ჟურნალისტები წერენ, რომ რუსეთი 2021 წელთან შედარებით 5,4-ჯერ მეტ ხელისა და ფეხის პროთეზებს ყიდულობს, მკვეთრი მატება დაიწყო 2024 წლიდან.
ხელისა და ფეხის პროთეზებსა და მათ კომპონენტებზე 41,2 მილიონი ევრო დაიხარჯა, ხოლო ენდოპროთეზების, ანუ მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და სხვა ხელოვნური სახსრების შესასყიდად – 37,8 მილიონი ევრო.
„როსტეხის“ მონაცემებით, პროთეზირების საჭიროების მქონე ადამიანებს შორის ახალგაზრდების წილი 8%-დან 15–20%-მდე გაიზარდა, რაც ძირითადად უკრაინის ომში დაჭრილი სამხედროების ხარჯზე მოხდა.
პროთეზების მწარმოებელი კომპანია Steplife-ის გენერალურმა დირექტორმა, ივან ხუდიაკოვმა მოთხოვნის ზრდა დაუკავშირა იმას, რომ ახლა პროთეზებს უფრო სწრაფად გასცემენ და თან უფრო რთული კონსტრუქციებია საჭირო.
მან განაცხადა, რომ რუსი მწარმოებლები ვერ ეწევიან მზარდ მოთხოვნას. ამჟამად ადგილობრივი პროდუქცია ბაზრის 80%-ს იკავებს რაოდენობრივად (ნატურალურ გამოხატულებაში), ხოლო ფულად გამოხატულებაში – მხოლოდ 30%-ს. ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური კომპონენტების სეგმენტში კი იმპორტის წილი 70%-ს აღწევს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რუსეთში დამზადებული პროთეზების 80% მარტივი და იაფფასიანია, ამიტომ ბაზარზე დახარჯული მთლიანი ფულის მხოლოდ 30%-ს შეადგენს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…