ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია და კრიტიკული აზროვნება - რა შედეგებით შეაჯამა საქართველომ მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული

განათლების სამინისტრო

კომუნიკაციების კომისია UNESCO-ს მედიაწიგნიერების გლობალურ კვირეულს მეექვსედ შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც მედიაწიგნიერების ახალი ეროვნული სტანდარტისა და გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კომუნიკაციების კომისია UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს, რომელიც ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოს აღინიშნება, უკვე მეექვსედ უერთდება და საზოგადოებას მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს.

დეზინფორმაციის ამომცნობი; კიბერ-ექსპერტი და პასუხისმგებლიანი შინაარსის შემქმნელი - კომუნიკაციების კომისიის სიმბოლური გმირების როლი ღონისძიების სტუმრებმა მოირგეს. აქტივობის მთავარი გზავნილი ერთია - მედიაწიგნიერება თითოეული ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა.

ფორუმი ოფიციალური ღონისძიებით გაგრძელდა. გაიმართა მედიაწიგნიერების ახალი ეროვნული სტანდარტისა და გზამკვლევის პრეზენტაცია. განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა პედაგოგებს ცვლილებები დეტალურად გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსწავლეების ინტერესი მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის მიმართ წლიდან წლამდე იზრდება.

ფორუმზე ითქვა, რომ თანამედროვე ციფრულ გარემოში, მატულობს იმ ადამიანების რიცხვი რომლებიც ინფორმაციას არა მხოლოდ იღებენ, არამედ მისი შემქმნელები და გამავრცელებლებიც არიან. ამიტომ, ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის გადამოწმებისა და პასუხისმგებლიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

გაიმართა პანელური დისკუსიებიც. მონაწილეებმა მედიაწიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბებაში სხვადასხვა სექტორის როლსა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მთავარი თემა ინფორმაციული წიგნიერება და საერთო პასუხისმგებლობა იყო.

UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს საქართველო მეექვსედ შეუერთდა. ქვეყნის მასშტაბით უკვე გაიმართა სხვადასხვა აქტივობა სკოლებში და თემატური ვებინარები.

ავტორი: ირაკლი კოშაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები