ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – საფრანგეთის მიერ გარე ჩარევებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება ნათელი მაგალითია, როგორ ხდება საქართველოზე ზეწოლა, მათაც დაინახეს, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, საფრანგეთის მიერ გარე ჩარევებზე კანონის გამკაცრება საქართველოზე ზეწოლის ნათელი მაგალითია და აჩვენებს, რომ საფრთხეები იქაც დაინახეს, მაშინ როცა საქართველომ გაცილებით ჰუმანური კანონმდებლობა მიიღო.

ირაკლი ქადაგიშვილი – საფრანგეთის მიერ გარე ჩარევებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება ნათელი მაგალითია, როგორ ხდება საქართველოზე ზეწოლა, მათაც დაინახეს, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები
ირაკლი ქადაგიშვილი – საფრანგეთის მიერ გარე ჩარევებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება ნათელი მაგალითია, როგორ ხდება საქართველოზე ზეწოლა, მათაც დაინახეს, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეებიპირველი არხი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საფრანგეთის მიერ გარე ჩარევებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, როგორ ხდება საქართველოზე ზეწოლა.

„ეს ხდება არა დემოკრატიული პრინციპებიდან ან ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ სხვების ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველომ გარე დაფინანსებებთან, გარე ჩარევებთან, თუნდაც მიტინგების მართვასთან დაკავშირებით გაცილებით ჰუმანური კანონმდებლობა მიიღო, ვიდრე სხვა ქვეყნებმა. მათ გაცილებით მძიმე და ბრუტალური კანონმდებლობა მიიღეს. მათაც დაინახეს, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები, არა მარტო სახელმწიფოს სუვერენიტეტის, არამედ დემოკრატიისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონის მიღების დროს საქართველოს მაგალითი მოიყვანა. ჩვენ ვმოქმედებთ იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც დემოკრატია მოქმედებს სუვერენულ სახელმწიფოში. რატომ არიან რეპუტაციაშელახული დასავლური ინსტიტუტები და რატომ არიან დასავლეთის ბევრი ქვეყნის ეროვნული მთავრობები ავტორიტეტდაკარგული საკუთარ საზოგადოებაში? იმიტომ, რომ წვრილ პოლიტიკურ ინტერესებზე პრინციპები გაიწირა. სწორედ ეს წვრილი პოლიტიკური ინტერესები იყო, რომელიც საქართველოში მათ ამოძრავებდათ და არა – დემოკრატია. ვერც მედიის თავისუფლებას ხედავდნენ, ვერც ბიზნესის თავისუფლებას, ვერც ყველა იმ რეფორმას, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარდა, რამაც საშუალება მისცა ოპოზიციას, საქართველოში ისტორიაში პირველად, რომ ყველაზე წარმატებული შედეგი მიიღო. ამიტომ ამ შემთხვევაში მათი ინტერესი აცდენილი იყო იმ ლოზუნგებს, რა ლუზუნგებითაც ხალხს ერთგვარად თვალს უბრმავებდნენ. ამ ლუზუნგების უკან ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის კონკრეტული მიზნები – დანიშნული მარიონეტების მოყვანის. ეს არ გამოუვიდათ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა ქვეყნის სენატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაცია ვისაც სურს, არჩევნებში ჩარევა ან შედეგების შეცვლა არ სჭირდებათ, საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები მანიპულირებული იყო“. მინისტრმა საქართველოს მაგალითი გაიხსენა: „ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა. მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ხდება არა დემოკრატიული პრინციპებიდან ან ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ სხვების ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველომ გარე დაფინანსებებთან, გარე ჩარევებთან, თუნდაც მიტინგების მართვასთან დაკავშირებით გაცილებით ჰუმანური კანონმდებლობა მიიღო, ვიდრე სხვა ქვეყნებმა. მათ გაცილებით მძიმე და ბრუტალური კანონმდებლობა მიიღეს. მათაც დაინახეს, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები, არა მარტო სახელმწიფოს სუვერენიტეტის, არამედ დემოკრატიისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონის მიღების დროს საქართველოს მაგალითი მოიყვანა. ჩვენ ვმოქმედებთ იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც დემოკრატია მოქმედებს სუვერენულ სახელმწიფოში. რატომ არიან რეპუტაციაშელახული დასავლური ინსტიტუტები და რატომ არიან დასავლეთის ბევრი ქვეყნის ეროვნული მთავრობები ავტორიტეტდაკარგული საკუთარ საზოგადოებაში? იმიტომ, რომ წვრილ პოლიტიკურ ინტერესებზე პრინციპები გაიწირა. სწორედ ეს წვრილი პოლიტიკური ინტერესები იყო, რომელიც საქართველოში მათ ამოძრავებდათ და არა – დემოკრატია. ვერც მედიის თავისუფლებას ხედავდნენ, ვერც ბიზნესის თავისუფლებას, ვერც ყველა იმ რეფორმას, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარდა, რამაც საშუალება მისცა ოპოზიციას, საქართველოში ისტორიაში პირველად, რომ ყველაზე წარმატებული შედეგი მიიღო. ამიტომ ამ შემთხვევაში მათი ინტერესი აცდენილი იყო იმ ლოზუნგებს, რა ლუზუნგებითაც ხალხს ერთგვარად თვალს უბრმავებდნენ. ამ ლუზუნგების უკან ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის კონკრეტული მიზნები – დანიშნული მარიონეტების მოყვანის. ეს არ გამოუვიდათ“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"თუ გამოვიყენებთ იმ რიტორიკას, რომლითაც საფრანგეთი თუ დასავლეთი ჩვენ მოგვმართავდა, მაშინ ვთქვათ ასე: ეს არის დემოკრატიის შემზღუდავი კანონები" - ირაკლი ქადაგიშვილი საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის მიღებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები