ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

გახარია საქართველოსთვისტვ პირველისემეკიეკონომიკის სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ინტერპელაციით დაბარებას გეგმავს; დეპუტატ სოფო ხორგუანის მტკიცებით, ხელისუფლება გაზის ტარიფის ზრდისთვის ნიადაგს ამზადებს და მინისტრმა აზერბაიჯანთან გაფორმებულ კონტრაქტზე კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

საპარლამენტო ფრაქცია “გახარია საქართველოსთვის” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებას გეგმავს.

ამის შესახებ TV პირველის გადაცემა “წერტილში” საპარლამენტო ფრაქციის წევრმა სოფო ხორგუანმა განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა იყო პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილება, რომლის თანახმად, სემეკს ბუნებრივ გაზზე საფეხურებრივი ტარიფის დაწესების უფლება მიენიჭა ანუ ვინც მეტს დახარჯავს, მეტს გადაიხდის.

წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის კონკრეტული მეთოდოლოგია ჯერ უცნობია. სემეკში აცხადებენ, რომ შეირჩევა ის მოდელი, რომელიც ყველაზე გამართლებული იქნება საზოგადოებისთვის. ამასთან, სემეკში, ჯერჯერობით, ნაადრევად მიიჩნევენ საუბარს გაზის შესაძლო გაძვირების თემაზე. “დეკემბერში ვისაუბროთ, ახლა ძალიან რთულია [გაზის გაძვირებაზე] საუბარი”, - უთხრა მედიას სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა.

სოფიო ხორგუანი ხელისუფლებას პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, მმართველ გუნდს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს ანუ შემდეგი წლიდან გაზი გაძვირდება და სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით ტარიფების ზრდისთვის ნიადაგი მოამზადეს.

დეპუტატის თქმითვე, გაზის ტარიფის გადახედვა 2027 წლამდე საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, ამიტომ გაუგებარია, რატომ დასჭირდა პარლამენტს სემეკისთვის ამ უფლებამოსილების დაჩქარებული წესით მინიჭება.

“ეს მაძლევს საფუძველს, გამოვთქვა ვარაუდი, რომ შემდეგი წლიდან ტარიფი გაძვირდება”, - განაცხადა სოფო ხორგუანმა “წერტილში” და იქვე დასძინა, რომ გაზის გაძვირების საკითხის გააქტიურება, სავარაუდოდ, უკავშირდება მიმდინარე წლის ზაფხულში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაფორმებულ გაზის ახალ კონტრაქტს, რომლის პირობებიც გასაიდუმლოებულია.

სოფო ხორგუანის განცხადებით, მარიამ ქვრივიშვილმა, რომლის ინტერპელაციის წესით დაბარებასაც ოპოზიციური ფრაქცია აპირებს, პასუხი უნდა გასცეს ყველა კითხვას, რომელიც აზერბაიჯანთან გაფორმებულ გაზის კონტრაქტს შეეხება.

“მინისტრმა საზოგადოებასა და პარლამენტარებს უნდა განუმარტოს, რატომ ხდება საჭირო გაზის ტარიფების გადახედვა იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები აზერბაიჯანთან „არნახულ და იდეალურ“ შეთანხმებაზე საუბრობდნენ. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი, მოვიწვიოთ ეკონომიკის მინისტრი ინტერპელაციაზე, რომელმაც უნდა გასცეს კითხვებს პასუხები... საინტერესოა, რამდენად გაგვიძვირეს, რა შეთანხმება გვაქვს ისეთი, რამაც გააჩინა საფუძველი, რომ გაზის ტარიფი უნდა გაიზარდოს. ის, რომ ჩვენ სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით რუსულ გაზზე, ესეც არის მოცემულობა,“ - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

დეპუტატის თქმით, ინტერპელაციის მოთხოვნის მიზეზი გახდა ისიც, რომ ეკონომიკის სამინისტრო პარლამენტის წევრის ოფიციალურ წერილებსა და შეკითხვებს არ პასუხობს და ინფორმაციას არ გასცემს. სოფო ხორგუანმა აღნიშნა, რომ მინისტრის სახელზე მიმდინარე წელს ორი ოფიციალური წერილი გააგზავნა, თუმცა პასუხი არცერთზე მიუღია.

“ერთი წერილი მაისში გავგზავნე ეკონომიკის სამინისტროში და მეორე - ივლისში, მარიამ ქვრივიშვილის სახელზე. ერთი ეხებოდა მიმდინარე წლის 9 თებერვალს, #307 განკარგულებით ენერგოკომპანიებისთვის მილიარდი ლარის ჩამოწერას - მაინტერესებდა დეტალები: ვის, როგორ, რა საფუძვლით ჩამოეწერა, მაგრამ პასუხები ამ დრომდე არ მიმიღია. მეორე წერილი კი შეეხებოდა მოსახლეობის გაზიფიცირებას - მაინტერესებდა რა ეტაპზე იყო სტრატეგია და გეგმა [2028 წლისთვის მოსახლეობის 95%-ის გაზიფიცირებაზე]... პასუხი ვერც ამ საკითხზე მივიღე,“ - განაცხადა დეპუტატმა.

“წერტილთან” ინტერვიუში სოფო ხორგუანმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა მარიამ ქვრივიშვილის საქმიანობაც და აღნიშნა, რომ მას საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააზრებული არ აქვს.

“შექმნილი ვითარება, მათ შორის ენერგოსექტორში არსებული გაურკვევლობა და კონკრეტული სტრატეგიის არარსებობა, იძლევა საფუძველს ითქვას, რომ მინისტრს არ ესმის თავისი როლი და საქმე… 30 წელია ვუყურებ საქართველოს პოლიტიკას, ხან გარედან, ხან შიგნიდან, მაგრამ ძალიან მიჭირს გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო ეკონომიკის მინისტრი. მას გააზრებული არ აქვს და არ ესმის თავისი ფუნქცია. არ ვიცი, [მარიამ ქვრივიშვილს] ეკონომიკის მინისტრობა რა ჰგონია: ხელის ჩამორთმევა ჩამოსული სტუმრებისთვის თუ რაღაცების დათვალიერება სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად აღმოსავლურ ქვეყნებში და გასეირნ-გამოისეირნება?! ეს არ არის ეკონომიკის პოლიტიკის განსაზღვრა”, - აღნიშნა სოფო ხორგუანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დეკემბერში ვისაუბროთ, ახლა ძალიან რთულია [გაზის გაძვირებაზე] საუბარი“
გიორგი ფანგანი
„ეს მაძლევს საფუძველს, გამოვთქვა ვარაუდი, რომ შემდეგი წლიდან ტარიფი გაძვირდება“
სოფო ხორგუანი
„შექმნილი ვითარება, მათ შორის ენერგოსექტორში არსებული გაურკვევლობა და კონკრეტული სტრატეგიის არარსებობა, იძლევა საფუძველს ითქვას, რომ მინისტრს არ ესმის თავისი როლი და საქმე… 30 წელია ვუყურებ საქართველოს პოლიტიკას, ხან გარედან, ხან შიგნიდან, მაგრამ ძალიან მიჭირს გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო ეკონომიკის მინისტრი. მას გააზრებული არ აქვს და არ ესმის თავისი ფუნქცია. არ ვიცი, [მარიამ ქვრივიშვილს] ეკონომიკის მინისტრობა რა ჰგონია: ხელის ჩამორთმევა ჩამოსული სტუმრებისთვის თუ რაღაცების დათვალიერება სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად აღმოსავლურ ქვეყნებში და გასეირნ-გამოისეირნება?! ეს არ არის ეკონომიკის პოლიტიკის განსაზღვრა“
სოფო ხორგუანი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები