ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბადრი ჯაფარიძე "ოცნებას" იმ პერიოდს ახსენებს, როცა მათმა დამფუძნებლებმა საპარლამენტო მანდატების დახიეს

ლელოქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ქართულ ოცნებას“ 2008 წელს მანდატების დახევა შეახსენა და პარადოქსი უწოდა იმას, რომ ადამიანები, რომლებმაც მას მანდატი შეუწყვიტეს, დღეს პარლამენტში არშესვლას ედავებიან.

ბადრი ჯაფარიძე "ოცნებას" იმ პერიოდს ახსენებს, როცა მათმა დამფუძნებლებმა საპარლამენტო მანდატების დახიეს
ბადრი ჯაფარიძე "ოცნებას" იმ პერიოდს ახსენებს, როცა მათმა დამფუძნებლებმა საპარლამენტო მანდატების დახიესTV პირველი

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ოცნებას" იმ პერიოდს ახსენებს, როცა მათმა დამფუძნებლებმა 2008 წელს პროტესტის ნიშნად საპარლამენტო მანდატების დახიეს და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დასვა კითხვა - იყო თუ არა მაშინ ეს ფორმა არაკონსტიტუციური?

საუბარია, 2008 წლის 7 ივნისზე, როცა ახლად არჩეული მეშვიდე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო მიტინგი გამართა. სწორედ მათ შორის იყვნენ ის ადამიენბი, რომლებმაც 2012 წელს "ოცნების" დაფუძნებაში და ხელისუფლებაში მოყვანაში მიიღეს მონაწილეობა.

2008 წელს არჩევნებში დადგენილი დარღვევების გამო, "ქართული ოცნების" დამფუძნებლებმა დახიეს საპარლამენტო მანდატები პროტესტის ნიშნად და არავის არ უთქვამს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური მოქმედება და ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი მანდატები გააუქმა "ოცნებამ" და თუკი განცხადებით მიმართავ და ზოგადად ეს აქტი არის კონსტიტუციური შინაარსით, მაშინ "ოცნება" თანამონაწილე ყოფილა ამ აქტის, რადგან ჩვენ მივმართეთ განცხადებით და მათ გააუქმეს ჩვენი მანდატები და დღეს ამას ბრალდებად გვიყენებენ.

პარადოქსია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც 2022 წელს პირადად მე საპარლამენტო მანდატი შემიწყვიტეს, იგივე ადამიანების მე დღეს პარლამენტში არშესვლის გამო ბრალდებას გამო ბრალდებას მიყენებენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციოში ხმაურია - არჩილ გორდულაძემ ბადრი ჯაფარიძეს სიტყვა გააწყვეტინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები