“ეხლა დავწერ, თუ სად ვართ ისინი, ვინც დავმარცხდით, გაგვაძევეს, დაგვაჯარიმეს, სამსახურიდან გაგვიშვეს” – გოგა გაგნიძე
ისტორიკოსი გოგა გაგნიძე აცხადებს, რომ დამარცხებული, გაძევებული და დაჯარიმებული ადამიანები წარსულსა და მომავალში დაბოდიალობენ, მაშინ როდესაც მომავლის შეცვლა მხოლოდ აწმყოშია შესაძლებელი.

ისტორიკოსი, გოგა გაგნიძე:
ეხლა დავწერ, თუ სად ვართ ისინი, ვინც დავმარცხდით, გაგვაძევეს, დაგვაჯარიმეს, სამსახურიდან გაგვიშვეს,
ვისაც გვიძვირებენ ცხოვრებას, გვავიწროვებენ საკუთარ ქვეყანაში უცხოტომელთა კომფორტისთვის, გვაცხადებენ ქვეყნის და ეკლესიის მტრებად, ,,აკაცუკებად”.
გვრიყავენ.
ნაწილი ჩვენგანი წარსულშია, საკუთარ თავს ადანაშაულებს, დიდი ხნის დამდგარ მარცხს ებრძვის, რომელიც არ გამოსწორდება,
ნაწილი მომავალშია, შიშით და უიმედოდ, საინფორმაციო ნიაღვარმა შთააგონა, რომ მომავალიც წარსულის მსგავსი იქნება,
ასე, ვიღვიძებთ ყოველ დილით და დავბოდიალობთ წარსულსა და მომავალში,
აი აქ და ახლა კი – თითქმის არავინაა, აქ და ახლა გააზრებული ყოფნა ისეთი იშვიათობაა, როგორც სამშობლოზე მწუხარე, ჭეშმარიტი ქოცი,
არადა თუ ქმნი და ცვლი მომავალს, მხოლოდ აქ, ახლა, აწმყოში.
ერთი ნაკლებად ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოთენეს, ტყავის ნაგლეჯზე დაწერილი, ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ტექსტია:
,,ადამიანებს რომ შეეძლოთ წამში მოქმედება, ბოროტება სანთლით საძებარი იქნებოდა” .
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…