“ახლა გავიმეორებ ფრაზას, რომლის გამოც ბაბლმა ზედ მირბინა 2024 წლის აღტყინებულ დეკემბერში…” – გოგა გაგნიძე
ისტორიკოსი გოგა გაგნიძე აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთის თამაშშია ჩათრეული და თუ ოპოზიციური ალიანსის მოწოდებებს შედეგი არ მოჰყვება, პასუხისმგებლობა მთლიანად მათზე იქნება.

ისტორიკოსი, გოგა გაგნიძე:
ალალმა ჩამოიარა?
არ ვიცი რას მოახერხებს ალიანსი 25-28 ში.
იმედია ,,გაამოოდიით” – ის ნაცვლად რამე ორიგინალური და გონებების ამფეთქებელი დაგეგმეს, წარმატებებს ვუსურვებ.
კრიტიკას არ დავუწყებ იმ მიზეზებზე, აქამდე როგორც მოვიდნენ, მაგრამ აქვე დავწერ – თუ მათ მოწოდებებს შედეგი არ მოჰყვება, პასუხისმგებლობა მთლიანად მათზეა, ხალხზე არა, ხალხს ვერ დაბრალდება რაც ახლა ხდება.
ჩვენ ყველას კი (განსაკუთრებით მათ, ვისაც აგერ უკვე მესამე წელია ლომის წილი მიუძღვის უკვე დაუთვლელ მარცხების კასკადში და მათზე პასუხისმგებლობის აღება – ფაფუ), კიდევ ერთხელ გვეძლევა არჩევანი – დავრჩეთ სიყალბეში, თუ დავტოვოთ ხელოვნური ნაჭუჭები.
ცხოვრება გრძელდება, მასთან ერთად ბრძოლაც.
ახლა გავიმეორებ ფრაზას, რომლის გამოც ბაბლმა (მათ შორის ახლობლებმაც) ზედ მირბინა 2024 წლის აღტყინებულ დეკემბერში:
– გრძელვადიანი წინააღმდეგობა, დანარჩენი ლირიკაა.
…
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს:
რუსეთის თამაშში ვართ, როგორც მიმდინარე სასამართლო პროცესზე, ასევე ზოგადად, სულ ცოტა 2024 წლის ზაფხულიდან.
ყველა თამაშს ხომ თავისი წესები აქვს? ვინც არღვევს წესებს, ის ისჯება.
ასე დასაჯეს სინდისის პატიმრები.
ასე ისჯებიან ისინი, ვინც პროცესის (თამაშის) წესებს არღვევენ – მათ დარბაზს ატოვებინებენ.
ვინც აჰყვება თამაშის წესებს, მათ გამოიყენებენ, ანტურაჟს მოარგებენ, პოლს მოაკრიალებენ და აუცილებლად მიაგდებენ, მსურველებს რა დალევს, რიგი დგას.
ჰოდა სანამ არ შევქმნით თამაშს ჩვენი წესებით, გაგრძელდება ეს უბადრუკობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…