“ხელისუფლებამ ზამთრის სიცივისგანაც ახალი გადასახადის ამოღება გადაწყვიტა?!” – ბერდია კალანდია
გამოცემა „თაიმერის“ დამფუძნებელი ბერდია კალანდია ხელისუფლებას აკრიტიკებს და კითხულობს, გადაწყვიტა თუ არა მან ზამთრის სიცივისგანაც ახალი გადასახადის ამოღება.

ჟურნალისტი, გამოცემა თაიმერის დამფუძნებელია, ბერდია კალანდია:
ვინც მეტ გაზს მოიხმარს, მეტს გადაიხდისო! საინტერესოა, ხელისუფლებამ ზამთრის სიცივისგანაც ახალი გადასახადის ამოღება გადაწყვიტა?!
თუ შემცივდა, რა ვქნა გაზი გამოვრთო, საბანი დავიფარო და ხელისუფლების ეკონომიურობის პოლიტიკით ვიამაყო?!
ადამიანები ისედაც გაძვირებული პროდუქტებისა და გაზრდილი კომუნალური გადასახადების წნეხში ცხოვრობენ. ახლა გათბობაც ფუფუნებად უნდა ვაქციოთ?!
რა ლოგიკაა?! ვინც ნაკლებად გათბება, ნაკლებს გადაიხდის, ხოლო ვინც საკუთარ სახლში ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას მოისურვებს, მეტი უნდა გადაიხადოს?!
სადამდე უნდა მივიდეს მოქალაქე, რომ საკუთარ სახლში გათბობის ჩართვისაც კი ეშინოდეს?!
და მაინც რა უნდა დაზოგოს ხალხმა გაზი, საჭმელი თუ ჯანმრთელობა?!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…