ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მხარს უჭერენ ინოვაციებს

საქართველოს ეროვნული ბანკი

ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ჟდენეკ ტუმას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ინოვაციებს აქტიურად უჭერენ მხარს. ამის შესახებ მან „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ გამოსვლისას ისაუბრა.

ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მხარს უჭერენ ინოვაციებს
ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მხარს უჭერენ ინოვაციებსრუსთავი 2

საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ინოვაციებს, - ამის შესახებ ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟდენეკ ტუმამ განაცხადა, რომელიც "თბილისის ფინანსური სამიტის" ერთ-ერთი სპიკერი იყო.

"ამ მხრივ ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას და ეროვნული ბანკის აქტიურობას ფინანსური ინოვაციების სფეროში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, "თბილისის ფინანსური სამიტი" გამორჩეულია ღონისძიება იყო, რომელმაც თავი მოუყარა ფინტექ სექტორის წარმომადგენლებს და საშუალება მისცა მონაწილეებს ბევრი რამ ესწავლათ არა მხოლოდ სტაბილურ მონეტებზე, არამედ სხვადასხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტაზე

"პანელი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ფოკუსირებული იყო ტრანსსასაზღვრო გადახდებზე, მაგრამ არსებობს მთელი რიგი სხვა საკითხები. ასე რომ, სამომავლოდ, თუ ვინმეს სურს იცოდეს, რას უნდა ველოდოთ ფინანსურ სექტორში ინოვაციების კუთხით, ეს არის შესანიშნავი ადგილი ამ თემებზე სასაუბროდ. მჯერა, რომ ორ-სამ წელიწადში ჩვენ ვიხილავთ ბევრ ახალ ინოვაციას ფინანსურ სექტორში. კარგად მახსოვს, რომ ხუთი-ათი წლის წინ ფინანსური სექტორი სრულიად განსხვავებული იყო და მას შემდეგ იაფი გადახდები უზარმაზარია. როგორც წესი, ახალი ტექნოლოგიები ფოკუსირებულია მომხმარებლებზე, აუმჯობესებს მათ მომსახურებას და გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორ-სამ წელიწადში ჩვენ კიდევ უფრო მეტ ინოვაციას ვიხილავთ ფინანსურ სექტორში", - აღნიშნა ჟდენეკ ტუმამ.

"თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში ჟდენეკ ტუმამ მოდერატორობა გაუწია პანელს, სახელწოდებით "რეგიონული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის განვითარება". პანელის მომხსენებლები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, Swift-ის Swift-ისგადახდების ბაზრის განვითარების ხელმძღვანელი ჯიმ სოიდემირი, UnionPay-ის ვიცე პრეზიდენტი ლუ ჰენგი და ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაციის ბიზნესის ხელმძღვანელი კიშან სრინივაში მონაწილეობდნენ.

დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.

პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

"თბილისის ფინანსურმა სამიტმა" წელს 60-მდე ქვეყნის 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მხარს უჭერენ ინოვაციებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ მხრივ ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას და ეროვნული ბანკის აქტიურობას ფინანსური ინოვაციების სფეროში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია“
„პანელი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ფოკუსირებული იყო ტრანსსასაზღვრო გადახდებზე, მაგრამ არსებობს მთელი რიგი სხვა საკითხები. ასე რომ, სამომავლოდ, თუ ვინმეს სურს იცოდეს, რას უნდა ველოდოთ ფინანსურ სექტორში ინოვაციების კუთხით, ეს არის შესანიშნავი ადგილი ამ თემებზე სასაუბროდ. მჯერა, რომ ორ-სამ წელიწადში ჩვენ ვიხილავთ ბევრ ახალ ინოვაციას ფინანსურ სექტორში. კარგად მახსოვს, რომ ხუთი-ათი წლის წინ ფინანსური სექტორი სრულიად განსხვავებული იყო და მას შემდეგ იაფი გადახდები უზარმაზარია. როგორც წესი, ახალი ტექნოლოგიები ფოკუსირებულია მომხმარებლებზე, აუმჯობესებს მათ მომსახურებას და გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორ-სამ წელიწადში ჩვენ კიდევ უფრო მეტ ინოვაციას ვიხილავთ ფინანსურ სექტორში“
ჟდენეკ ტუმა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ნინო ჯელაძემ "თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში ტრანსსასაზღვრო გადახდებისა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები