საკონსტიტუციოში ხმაურია - არჩილ გორდულაძემ ბადრი ჯაფარიძეს სიტყვა გააწყვეტინა
საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა: არჩილ გორდულაძემ ბადრი ჯაფარიძეს სიტყვა გააწყვეტინა, როცა ჯაფარიძე ამტკიცებდა, რომ მმართველი პარტია „კონსტიტუციური გადატრიალებისთვის“ ნიადაგს ამზადებს.

ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც სიტყვით "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გამოდის.
ჯაფარიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ "ოცნება" ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის" - ამ დროს პოლიტიკოსს სიტყვა "ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ შეაწყვეტინა.
"ხმა არ ამოგვიღია გუშინ და გუშინწინ, მაგრამ ახლა მოპასუხე იწყებს პოლიტიკურ განცხადებას, ამიტომ გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ მხარემ ისაუბროს სარჩელის გარშემო" - განაცხადა გორდულაძემ, რის შემდეგაც ის ბადრი ჯაფარიძემ შეურაცმყოფელი განცხაადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.
"ეს ახალგაზრდა გამორჩეულია პირადი შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ის გამუდმებით მოგვიხსენიებს ჩვენ როგორც ხანდაზმულ თაღლითებს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…