ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცა და სამეცნიერო სფეროსთან თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადო.

პრემიერ-მინისტრმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცაპირველი არხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი მეცნიერების განსაკუთრებულ ღვაწლს და ქართული განათლებისა და მეცნიერების ხანგრძლივ ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება.

„მეცნიერებათა აკადემიის დასაფუძნებლად მყარი ნიადაგი ჩვენი ქვეყნის მდიდარმა ისტორიამ შექმნა, თუმცა აკადემიის დაფუძნების უშუალო წინაპირობად, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება იქცა. პირველმა ქართულმა უნივერსიტეტმა გზა გაუხსნა სამეცნიერო დარგების ჩამოყალიბებას, რომელთა შემდგომი აღმავლობა სწორედ მეცნიერებათა აკადემიის წიაღში გაგრძელდა. დაარსებისთანავე, მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებიდან, აკადემია აქტიურად ჩაერთო საქართველოში მეცნიერების განვითარების საქმეში. განვლილი ათწლეულების განმავლობაში, აკადემიკოსებისა და სხვა მეცნიერების ძალისხმევით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი შეიქმნა ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებში. შეუცვლელია აკადემიის როლი სახელმწიფოებრიობის განვითარების პროცესშიც. თანამედროვე გლობალური პოლიტიკური, კულტურული და სოციალური გამოწვევების ფონზე, ძლიერ მეცნიერებას ქვეყნისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას მეცნიერთა გამოცდილება და დასკვნები ჩვენთვის, თითოეული სახელმწიფო სტრუქტურისთვის უმნიშვნელოვანესი არგუმენტია. მოხარული ვარ, რომ მეცნიერებათა აკადემია და ჩვენი თითოეული მეცნიერი კვლავაც მზად არის, ღირსეულად უპასუხოს ახალი დროის გამოწვევებს და მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ მომავალშიც გავაღრმავებთ თანამშრომლობას და ხელს შევუწყობთ აკადემიის გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მეცნიერებს პატრიარქის მისალოცი გზავნილი გააცნო პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

საიუბილეო სხდომაზე, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა, სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ისა ჰაბიბეილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი და ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერ-მინისტრმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცა
  2. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცა
  3. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მეცნიერებათა აკადემიის დასაფუძნებლად მყარი ნიადაგი ჩვენი ქვეყნის მდიდარმა ისტორიამ შექმნა, თუმცა აკადემიის დაფუძნების უშუალო წინაპირობად, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება იქცა. პირველმა ქართულმა უნივერსიტეტმა გზა გაუხსნა სამეცნიერო დარგების ჩამოყალიბებას, რომელთა შემდგომი აღმავლობა სწორედ მეცნიერებათა აკადემიის წიაღში გაგრძელდა. დაარსებისთანავე, მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებიდან, აკადემია აქტიურად ჩაერთო საქართველოში მეცნიერების განვითარების საქმეში. განვლილი ათწლეულების განმავლობაში, აკადემიკოსებისა და სხვა მეცნიერების ძალისხმევით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი შეიქმნა ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებში. შეუცვლელია აკადემიის როლი სახელმწიფოებრიობის განვითარების პროცესშიც. თანამედროვე გლობალური პოლიტიკური, კულტურული და სოციალური გამოწვევების ფონზე, ძლიერ მეცნიერებას ქვეყნისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას მეცნიერთა გამოცდილება და დასკვნები ჩვენთვის, თითოეული სახელმწიფო სტრუქტურისთვის უმნიშვნელოვანესი არგუმენტია. მოხარული ვარ, რომ მეცნიერებათა აკადემია და ჩვენი თითოეული მეცნიერი კვლავაც მზად არის, ღირსეულად უპასუხოს ახალი დროის გამოწვევებს და მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ მომავალშიც გავაღრმავებთ თანამშრომლობას და ხელს შევუწყობთ აკადემიის გაძლიერებას“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარება. მეცნიერება ქვეყნის განვითარების ნაწილია - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები