გვარამია: თუ საკონსტიტუციოს არ უნდა ჩამორთმეოდა (პარტიების აკრძალვის) უფლება, ეს ნიშნავს, რომ დაპირება იქნა გაცემული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ნიკა გვარამიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება პარტიების აკრძალვაზე ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაზე გარანტია წინასწარ იყო გაცემული. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ უპასუხა, რომ ამ დაპირების გაცემა არავის შეუძლია.

ნიკა გვარამიას თქმით, "ოცნებას" პარტიების აკრძალვა, რის აღსრულებასაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ცდილობს, წინასაარჩევნო დაპირებად ჰქონდა და წინასწარ, დეკლარირებულად იყო განსაზღვრული.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერი ფიქრობს, რომ წინასწარ იქნა გაცემული დაპირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თუ ეს ასე არ იყო, გვარამიას აინტერესებს, მაშინ როგორ აპირებდა მოსარჩელე მხარე პარტიების აკრძალვას - "კოსნტიტუციური უმრავლესობა გვჭირდებაო ამბობდნენ, მაშინ გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აპირებდნენ ამ ფუნქციის ჩამორთმევას".
"თუ ამას არ მიდასტურებს მხარე, ეს ნიშნავს, რომ დაპირება იქნა გაცემული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წინსწრებად, სარჩელის შეტანის გარეშეც კი" - აცხადებს გვარამია.
შედეგი, რომლის დადგომასაც დღეს ცდილობს სასამართლოში ქართული ოცნება" წინასწარ იყო განსაზღვრული დეკლარირებულად, ღიად და საჯაროდ, მმართველი პარტიის მიერ და ამ შედეგის აღსრულება დაიწყო ამ განცხადებების შემდეგ, ანუ არა მხოლდო აქამდე მოვიდა პროცესი, როგორც სავარაუდო იქნებოდა პირობითად, კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მიიღო, მაგრამ მე ასევე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ ივანიშვილმა და მერე კობახიძემ გააკეთეს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაპირება. არ შეიძლება წინაასარჩევნო დაპირება იყო ქვეყნის უმაღლესი სასასამართლოს გადაწყვეტილება. აი ასეთი დაპირება იყო, რომ გაუქმდება ეს პარტია - რას ნიშნავს ეს? რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას. იყო ეს იმ ფორმით ნათქვამი, რომ კოსნტიტუციური უმრავლესობა გვჭირდება ამისთვის, ახლა ლეგალისტურად თუ მივუდგებით, შეიძლება პარტიები აიკრძალოს, მაგრამ ეს დიქტატურის დამყარებაა.
მე არ ვიცი რა კონსტიტუციური ცვლილებით უნდა განხორციელებულიყო პარტიების აკრძალვა - როგორც ჩანს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჩამორთმეოდა ეს უფლებამოსილება, ალბათ, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამბავია, ან უნდა დამიდასტუროს მოსარჩელე მხარემ, რომ კი, თუ კონსტიტუციური უმრავლესობა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ პარტიები აეკრძალათ, მაშინ აუქმებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ფუნქციას. თუ ამას არ მიდასტურებს მხარე, ეს ნიშნავს, რომ დაპირება იქნა გაცემული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წინსწრებად, სარჩელის შეტანის გარეშეც კი. არჩევნების შემდეგ ეს დაპირება იქცა ნაბიჯების თანმიმდევრობად", - განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას განცხადებას სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ასე გამოეხმაურა - "ამ დაპირების გაცემა არავის დედამიწის ზურგზე არ შეუძლია, გასაგებია რომ ეს თქვენი შეფასებაა"
ციტატები სტატიიდან
„კოსნტიტუციური უმრავლესობა გვჭირდებაო ამბობდნენ, მაშინ გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აპირებდნენ ამ ფუნქციის ჩამორთმევას“
„თუ ამას არ მიდასტურებს მხარე, ეს ნიშნავს, რომ დაპირება იქნა გაცემული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წინსწრებად, სარჩელის შეტანის გარეშეც კი“
„ამ დაპირების გაცემა არავის დედამიწის ზურგზე არ შეუძლია, გასაგებია რომ ეს თქვენი შეფასებაა“
„წინასწარ იყო განსაზღვრული დეკლარირებულად, ღიად და საჯაროდ, მმართველი პარტიის მიერ და ამ შედეგის აღსრულება დაიწყო ამ განცხადებების შემდეგ, ანუ არა მხოლდო აქამდე მოვიდა პროცესი, როგორც სავარაუდო იქნებოდა პირობითად, კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მიიღო, მაგრამ მე ასევე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ ივანიშვილმა და მერე კობახიძემ გააკეთეს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაპირება. არ შეიძლება წინაასარჩევნო დაპირება იყო ქვეყნის უმაღლესი სასასამართლოს გადაწყვეტილება. აი ასეთი დაპირება იყო, რომ გაუქმდება ეს პარტია - რას ნიშნავს ეს? რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას. იყო ეს იმ ფორმით ნათქვამი, რომ კოსნტიტუციური უმრავლესობა გვჭირდება ამისთვის, ახლა ლეგალისტურად თუ მივუდგებით, შეიძლება პარტიები აიკრძალოს, მაგრამ ეს დიქტატურის დამყარებაა. მე არ ვიცი რა კონსტიტუციური ცვლილებით უნდა განხორციელებულიყო პარტიების აკრძალვა - როგორც ჩანს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჩამორთმეოდა ეს უფლებამოსილება, ალბათ, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამბავია, ან უნდა დამიდასტუროს მოსარჩელე მხარემ, რომ კი, თუ კონსტიტუციური უმრავლესობა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ პარტიები აეკრძალათ, მაშინ აუქმებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ფუნქციას. თუ ამას არ მიდასტურებს მხარე, ეს ნიშნავს, რომ დაპირება იქნა გაცემული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წინსწრებად, სარჩელის შეტანის გარეშეც კი. არჩევნების შემდეგ ეს დაპირება იქცა ნაბიჯების თანმიმდევრობად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…