ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსდორფი ევროკომისიის სკანდალზე: ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა. გეგმა ის არის, რომ მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რასაც თავად დემოკრატიად მიიჩნევენ. ეს საქართველოშიც ვნახეთ

ევროპარლამენტარ ირმჰილდ ბოსდორფის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე არ არის და თავად ევროპარლამენტარებისთვისაც კი რთულია იმის გარკვევა, თუ სად მიდის ევროკომისიის მიერ გამოყოფილი მილიარდობით თანხა.

ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ირმჰილდ ბოსდორფმა. მან ასე შეაფასა საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკომისია აფინანსებს საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედ ხუთ ორგანიზაციას, რომლებიც საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდნენ, დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ ან პოლიციის მოქმედებებს აკრიტიკებდნენ.

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ [ევროკომისიის] გეგმაა, მხარი დაუჭირონ, რასაც ისინი მიიჩნევენ დემოკრატიად და ეს საქართველოშიც ვნახეთ.

„ვსაუბრობთ, რომ ევროკომისიამ 2021-2023 წლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ან სხვა ქვეყნების დახმარების მიზნით 7.4 მილიარდი დახარჯა. ვიცით ის, რომ ბევრი ორგანიზაცია და „ენჯეო“ იღებს დაფინანსებას ევროკომისიისგან. ამ „ენჯეოების“ დასახელება ძალიან რთულია, რადგან არ არის გამჭვირვალე და ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა. გეგმა არის ის, რომ მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რასაც თავად დემოკრატიად მიიჩნევენ. ეს საქართველოშიც ვნახეთ. ისინი ხვდებიან მხოლოდ „ენჯეოებს“ და ოპოზიციას. ასე ხდება ყველგან - ევროკავშირის წევრ თუ არაწევრ ქვეყნებში. დღეს ორი ქვეყნის - საფრანგეთისა და იტალიის შესახებ ვიცით, თუმცა, ორგანიზაცია „ჯენერეიშენ ზეტ“-მა გამოაცხადა, რომ გერმანიის 23 ქალაქში 31 ოქტომბერს მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება. მაგალითად, ბერლინში რამდენიმე თვის წინ არჩევნები ჩატარდა და გერმანიის დედაქალაქში კომუნისტების, სოციალისტებისა და მწვანეების მონაწილეობით ყალიბდება მთავრობა. ამიტომ ამ ღამეს ყველა ცუდის მოლოდინშია, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, რა მოხდება”, - განაცხადა ირმჰილდ ბოსდორფმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ახალი სკანდალი ევროპაში - სად მიდის ევროპელი გადამხდელების ფული და აფინანსებს თუ არა ბრიუსელი არეულობების მონაწილე მემარცხენე აქტივიზმს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები