ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია

გლობალური შიმშილის ინდექსის ანგარიშის მიხედვით, საქართველო საუკეთესო 24 ქვეყანას შორის 5%-ზე დაბალი მაჩვენებლით დასახელდა, ხოლო ევროპიდან პრობლემურ სახელმწიფოთა ჩამონათვალში უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი მოხვდნენ.

გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია
გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშიაPOSTV

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების ჩამორჩენა სიმაღლეში და ბავშვთა სიკვდილიანობა. გარდა ამისა ევროკომისიამ მსოფლიოს მასშტაბით იმ 98 ქვეყნის სია გამოაქვეყნა სადაც მოსახლეობის შიმშილობა პრობლემას წარმოადგენს. პრობლემური ქვეყნებს შორის ევროპიდან მხოლოდ სამი ქვეყანა მოხვდა უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.

კვლევას მსოფლიოს მოწინავე პროფილური საერთაშორისო შემფასებელი ცენტრები აწარმოებს: „მოშიმშილეთა მსოფლიო დახმარების“ ორგანიზაცია და „მშვიდობის და შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი“

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა 2026 წლის ანგარიშის მიხედვით საუკეთესო 24 ქვეყნას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი სიღარიბის გამომხატველი ეს პრობლემა, საქართველოში მოწინავე დონეზე და დადებითად არის გადაწყვეტილი.

კვლევის თანახმად, 100%-იანი სისტემით საქართველოს შეფასება 5%-ზე დაბალია. რაც საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.

ინდექსი 4 ფაქტორით ფასდება:

მოსახლეობის არასაკმარისი კვება:

მოსახლეობის წილი, რომლებიც საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ იღებენ

წონის კლება ბავშვებში

ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებსაც აქვთ დაბალი სიმაღლე მათი ასაკისთვის, რაც ასახავს გამოკვების ქრონიკულ არასრულფასოვნებას;

ბავშვების ჩამორჩენა სიმაღეში

ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებსაც აქვთ დაბალი წონა მათი სიმაღლისთვის, რაც ასახავს არასაკმარისი კვების მწავავე პრობლემას.

ბავშვთა სიკვდილიანობა

ბავშვების წილი, რომლებიც იღუპებიან 5 დღემდე ასაკში, რაც ნაწილობრივ ასახავს არაადეკვატური კვებისა და არაჯანსაღი გარემოს ფატალურ ნაზავს.

კვლევის მიხედვით საქართველოში არასაკმარისი გამოკვების დონე მოსახლეობის 2,5%-ზე დაბალია, წონის კლება ბავშვების 4,7%-ში შეინიშნება, ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ბავშვების 0,6%-ს ეხება, 5 დღემდე ასაკის ჩვილთა სიკვდილიანობა 0,9%-ს შეადგენს.

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველომ ევროპაში სარეიტინგო პოზიციის არსებითი გაუმჯობესება 2012 წლის შემდეგ დაიწყო. იმ დროს ქვეყანა გლობალური შიმშილის ინდექსით ევროპის უკანასკნელ ხუთეულში იმყოფებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია
  2. იმედინიუსისამთავრობოგლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები