ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია

გლობალური შიმშილის ინდექსის ანგარიშით, საქართველო 24 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და პირველ პოზიციაზეა, ხოლო უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი ევროპაში პრობლემურ ქვეყნებად მოხვდნენ.

გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია
გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშიაიმედინიუსი

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველო 24 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა.

გარდა ამისა, ევროკომისიამ მსოფლიოს მასშტაბით იმ 98 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობის შიმშილობა პრობლემას წარმოადგენს. პრობლემური ქვეყნებს შორის ევროპიდან მხოლოდ სამი ქვეყანა მოხვდა - უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.

კვლევას მსოფლიოს მოწინავე პროფილური საერთაშორისო შემფასებელი ცენტრები აწარმოებს: „მოშიმშილეთა მსოფლიო დახმარების“ ორგანიზაცია და „მშვიდობის და შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი“.

კვლევის მიხედვით უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით: მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების ჩამორჩენა სიმაღლეში და ბავშვთა სიკვდილიანობა.

კვლევის თანახმად, 100%-იანი სისტემით საქართველოს შეფასება 5%-ზე დაბალია. რაც საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.

კვლევის თანახმად, საქართველოში არასაკმარისი გამოკვების დონე მოსახლეობის 2,5%-ზე დაბალია, წონის კლება ბავშვების 4,7%-ში შეინიშნება, ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ბავშვების 0,6%-ს ეხება, 5 დღემდე ასაკის ჩვილთა სიკვდილიანობა 0,9%-ს შეადგენს.

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველომ ევროპაში სარეიტინგო პოზიციის არსებითი გაუმჯობესება 2012 წლის შემდეგ დაიწყო. იმ დროს ქვეყანა გლობალური შიმშილის ინდექსით ევროპის უკანასკნელ ხუთეულში იმყოფებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია
  2. POSTVსამთავრობოგლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩვენი ქვეყანა არის საუკეთესო ქვეყნებში გლობალური შიმშილის ინდექსით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სწორი მიმართულება აქვს აღებული - გიორგი სოსიაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები