ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ასპინძაში სატყეო უბნის განახლებული ადმინისტრაციული შენობა მოეწყო

ასპინძაში სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა; ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, სერვისების გამარტივების მიზნით ქვეყნის მასშტაბით 10 შენობა მოეწყო.

ასპინძაში სატყეო უბნის განახლებული ადმინისტრაციული შენობა მოეწყო
ასპინძაში სატყეო უბნის განახლებული ადმინისტრაციული შენობა მოეწყოიმედინიუსი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ასპინძის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყესთან დაკავშირებული სერვისების მიღების გამარტივების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყო.

ახალი ადმინისტრაციული შენობები აშენდა ონში, ამბროლაურსა და ცაგერში, ხოლო, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასრულებულია ლენტეხში, ასპინძაში, დუშეთში, საჩხერესა და ზესტაფონში, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, კერძო სექტორს, საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ადგილზე მიიღონ.

„ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში, რეგიონული სატყეო სამსახურების გაძლიერების მიზნით, დამატებით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შეუფერხებლად ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რომელსაც სატყეო სააგენტო სთავაზობს. ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში, რეგიონული სატყეო სამსახურების გაძლიერების მიზნით, დამატებით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შეუფერხებლად ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რომელსაც სატყეო სააგენტო სთავაზობს. ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა“
ბესიკ ამირანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები