ვლადიმერ პუტინი: ილონ მასკი გენიალური ადამიანია
ვლადიმერ პუტინმა ილონ მასკს გენიალური ადამიანი უწოდა და განაცხადა, რომ რუსულ მხარეს მასთან და ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტი აქვს, რათა კოსმოსში ორი ქვეყნის თანამშრომლობა გაგრძელდეს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი გენიალური ადამიანია.
პუტინის თქმით, რუსულ მხარეს მჭიდრო კონტაქტი აქვს ამერიკელ პარტნიორებთან და პირადად მასკთან, რათა კოსმოსში ორი ქვეყნის თანამშრომლობა გაგრძელდეს.
„ილონ მასკი გენიალური ადამიანია. იცით, მას ორბიტაზე რამდენი ასეთი თანამგზავრი ჰყავს? 5 ათასზე მეტი. ჩვენ კი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ ვამაყობთ იმით, რომ დამოუკიდებლად დავიწყეთ კეთება. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, მათ შორის ბატონ მასკთან, რადგან ორბიტაზე ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ, გარკვეული დისციპლინა და წესები დავიცვათ“, - განაცხადა პუტინმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ილონ მასკი გენიალური ადამიანია. იცით, მას ორბიტაზე რამდენი ასეთი თანამგზავრი ჰყავს? 5 ათასზე მეტი. ჩვენ კი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ ვამაყობთ იმით, რომ დამოუკიდებლად დავიწყეთ კეთება. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, მათ შორის ბატონ მასკთან, რადგან ორბიტაზე ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ, გარკვეული დისციპლინა და წესები დავიცვათ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…