პაატა სალია: სწორედ ვისი შექმნილიც იყო ის სადამსჯელო სისტემა, ზუსტად ეს ადამიანები ცდილობენ დაგვადანაშაულონ იმაში, რომ ჩვენთან სისტემური ხასიათი აქვს ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობას
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ დესტაბილიზაციის მოქმედებების უკან დგანან ადამიანები, ვის მიერ შექმნილ სადამსჯელო სისტემაშიც წამებასა და არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი, და სწორედ ისინი ცდილობენ ხელისუფლების დადანაშაულებას.

„დესტაბილიზაციის მოქმედებების უკან დგანან ის ადამიანები სწორედ, ვისი შექმნილიც იყო სადამსჯელო სისტემა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მინდა, ხაზი გავუსვა, როცა ვამბობთ, ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, რომ ვადარებთ 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობას პენიტენციურ სისტემაში დღეს არსებულ მდგომარეობასთან. აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ხაზი მინდა გავუსვა და ზუსტად იმ კონტექსტში, რომ თქვენ ახსენეთ – გარკვეული დესტაბილიზაციის მცდელობა ხომ არ იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი მოქმედებების უკან დგანან ის ადამიანები სწორედ, ვისი შექმნილიც იყო ის სისტემა, სადამსჯელო სისტემა და ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს ცალსახად დადასტურებულია ფაქტებით და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაც მითითებულია, რომ სისტემურ დანაშაულს ჰქონდა იმ პერიოდში ადგილი; სისტემური იყო ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობა, წამება. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს ადამიანები და მათი აპოლოგეტები და მიმდევრები ცდილობენ, დაგვადანაშაულონ იმაში, რომ ჩვენთან სისტემური ხასიათი აქვს ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობას“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„დესტაბილიზაციის მოქმედებების უკან დგანან ის ადამიანები სწორედ, ვისი შექმნილიც იყო სადამსჯელო სისტემა“
„მინდა, ხაზი გავუსვა, როცა ვამბობთ, ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, რომ ვადარებთ 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობას პენიტენციურ სისტემაში დღეს არსებულ მდგომარეობასთან. აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ხაზი მინდა გავუსვა და ზუსტად იმ კონტექსტში, რომ თქვენ ახსენეთ – გარკვეული დესტაბილიზაციის მცდელობა ხომ არ იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი მოქმედებების უკან დგანან ის ადამიანები სწორედ, ვისი შექმნილიც იყო ის სისტემა, სადამსჯელო სისტემა და ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს ცალსახად დადასტურებულია ფაქტებით და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაც მითითებულია, რომ სისტემურ დანაშაულს ჰქონდა იმ პერიოდში ადგილი; სისტემური იყო ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობა, წამება. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს ადამიანები და მათი აპოლოგეტები და მიმდევრები ცდილობენ, დაგვადანაშაულონ იმაში, რომ ჩვენთან სისტემური ხასიათი აქვს ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…