ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების პაკეტს გადასცემს

გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა უკრაინას 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების პაკეტს გადასცემს, რაც ლონდონის მხრიდან კიევისთვის განკუთვნილი ყველაზე დიდი ფინანსური პაკეტია.

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების პაკეტს გადასცემს
გაერთიანებული სამეფო უკრაინას 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების პაკეტს გადასცემსინტერპრესნიუსი

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფო უკრაინას კიდევ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს, რაც უკრაინისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა და ფინანსთა მინისტრმა, ჯონ ჰილიმ უკვე შეატყობინეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.

„ეს ახალი დაფინანსება გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია, როგორც ომის მიმდინარეობისას, ასევე შემდგომ პერიოდშიც, და ეს დახმარება უკრაინისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში, ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოდის. დღევანდელი პაკეტი უკრაინას დაეხმარება თავდაცვაში, ასევე ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში და ზამთრის განმავლობაში მნიშვნელოვანი საჯარო სერვისების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში,” - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპა დახმარებას უზრდის უკრაინას, თავდაცვის გასაძლიერებლად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები