იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწყებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა, მოწოდებები - პაატა სალია
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არეულობის მოწყობის მცდელობები იყო, რასაც გარედან მხარდაჭერა და მოწოდებები ახლდა. მისი მტკიცებით, სისტემის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის მიზანი დისკრედიტაციაა.
"პენიტენციური სისტემა სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული და მგრძნობიარე სფეროა, სადაც ყოველდღიურად ერთმანეთში იკვეთება უსაფრთხოების საკითხები, კანონის აღსრულება, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, რაც სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს. აქ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ და მე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ სისტემაში მართლაც ათასობით ადამიანი მუშაობს, რომელთაც ყოველდღიურად ურთულეს, პირობებში უწევთ მუშაობა და ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განვასხვაოთ გაცხადებული, გახმოვანებული ბრალდებები და რეალურად დადასტურებული დარღვევები, თუ ასეთი არსებობს", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, გავრცელებული ბრალდებების მიზანი სისტემის დისკრედიტაციაა.
"ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მსგავსი ბრალდებები, თუმცა, მე შემიძლია, ვთქვა, რომ იმ პერიოდიდან, რაც მე დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, ფაქტობრივად არ განელებულა ეს კამპანია, რომლის მიზანიც არის დისკრედიტაცია. განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა დავითაძის საქმის განხილვისას, როდესაც იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწყებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა მოწოდებები და ასე შემდეგ", – აღნიშნა პაატა სალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაიმ პერიოდიდან, რაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, არ განელებულა კამპანია, რომლის მიზანიც დისკრედიტაციაა - პაატა სალია
პაატა სალია დავითაძის საქმეზე: ეს იყო პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც შესაძლოა შემდგომ არეულობა მოჰყოლოდა, თუმცა ჩვენ ეფექტურად შევძელით ჩანასახშივე დაგვესრულებინა არეულობის მცდელობა, რაც სრულად კანონის დაცვით განხორციელდა
პაატა სალია: იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწყებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა, მოწოდებები
ციტატები სტატიიდან
„ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მსგავსი ბრალდებები, თუმცა, მე შემიძლია, ვთქვა, რომ იმ პერიოდიდან, რაც მე დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, ფაქტობრივად არ განელებულა ეს კამპანია, რომლის მიზანიც არის დისკრედიტაცია. განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა დავითაძის საქმის განხილვისას, როდესაც იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწყებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა მოწოდებები და ასე შემდეგ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…