სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა პროცედურულ ნაწილს არ აჩერებს, თუკი აღნიშნული სასამართლო არ მიიღებს რაიმე დროებით ღონისძიებას - პაატა სალია საკონსტიტუციო სარჩელზე
იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება პროცედურულ ნაწილს არ შეაჩერებს, თუ თავად ევროპული სასამართლო დროებით ღონისძიებას არ მიიღებს.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს პარტიების აკრძალვას, ხოლო ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, შეჩერდება თუ არა პროცესი - "ღამის კურიერის" კითხვაზე, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ თუკი სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებს რაიმე დროებით ღონისძიებას, პროცედურული ნაწილი არ გაჩერდება.
რაც შეეხება თავად მიმდინარე პროცესს - საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას, ამაზე პაატა სალიამ განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ მიაჩნია მიზანშეწონილად მიმდინარე საქმის დეტალებზე ისაუბროს:
"მე თავს შევიკავებ მიმდინარე პროცესის შეფასებისაგან. მითუმეტეს, მოპასუხე მხარეს გაცხადებული აქვს, რომ თუ სარჩელი დაკმაყოფილდება მიმართავენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. სახელმწიფოს ინტერესებს, საერთაშორისო არბიტრაჟებში და საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ აქედან გამომდინარე, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ვისაუბრო მიმდინარე საქმის დეტალებზე.
თუმცა რაც შეეხება იმას, პროცედურულ ნაწილს აჩერებს თუ არა [სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა] - რა თქმა უნდა, არ აჩერებს, თუკი სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებს რაიმე დროებით ღონისძიებას," - აცხადებს პაატა სალია.
ციტატები სტატიიდან
„მე თავს შევიკავებ მიმდინარე პროცესის შეფასებისაგან. მითუმეტეს, მოპასუხე მხარეს გაცხადებული აქვს, რომ თუ სარჩელი დაკმაყოფილდება მიმართავენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. სახელმწიფოს ინტერესებს, საერთაშორისო არბიტრაჟებში და საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ აქედან გამომდინარე, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ვისაუბრო მიმდინარე საქმის დეტალებზე. თუმცა რაც შეეხება იმას, პროცედურულ ნაწილს აჩერებს თუ არა [სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა] - რა თქმა უნდა, არ აჩერებს, თუკი სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებს რაიმე დროებით ღონისძიებას,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…