ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია: დღევანდელ ხელისუფლებას უწევს რეაგირება და აღსრულება იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, როდესაც ხელისუფლებაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილებების 80% 2013 წლამდე პერიოდს ეხება და ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარი დარღვევების აღსრულება უწევს.

პაატა სალია: დღევანდელ ხელისუფლებას უწევს რეაგირება და აღსრულება იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, როდესაც ხელისუფლებაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“
პაატა სალია: დღევანდელ ხელისუფლებას უწევს რეაგირება და აღსრულება იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, როდესაც ხელისუფლებაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“იმედინიუსი

„უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: აღსასრულებელი გადაწყვეტილებების 80% ეხება 2013 წლამდე პერიოდს. დღევანდელ ხელისუფლებას უწევს რეაგირება და აღსრულება იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლებაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“. დარღვევა მოხდა მაშინ და დღეს ჩვენ გვიწევს ამ გადაწყვეტილებების აღსრულება. დაახლოებით, 130 გადაწყვეტილება იყო აღსრულებული და აქედან მხოლოდ 18 გადაწყვეტილება იყო აღსრულებული 2013 წლამდე. დანარჩენი აღსრულებულია უკვე შემდგომ პერიოდში. საქმეების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირებულია. მაგალითად, თუ ავიღებთ 2003-2012 წლებს და შევადარებთ 2012-2025 წლებს, განსხვავება ზუსტად 93% პროცენტია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში.

მისივე განცხადებით, მაშინ უფრო მეტი სარჩელი შედიოდა და, პლუს, უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც შედიოდა სარჩელები, რომლებიც წინა პერიოდს ეხებოდა. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. დაახლოებით, 77 გადაწყვეტილება ჯერ კიდევ აღსასრულებელია. ხშირ შემთხვევაში, აღსრულება გულისხმობს კომპენსაციას, გარკვეული მოქმედებების განხორციელებას, გამოძიების ხელახლა ჩატარებას და ა.შ.

„ერთ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა, მაყურებელმა იცოდეს, რომ არცერთი საქმე 2012 წლის მერე, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო გარდაქმნა და პენიტენციური სისტემის თვისებრივი შეცვლა, არცერთი საქმე მსჯავრდებულის, ბრალდებულის უფლებების დარღვევასთან პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ეს არის დასტური იმისა, რომ რეალურად მართლა რადიკალურად შეიცვალა ამ მიმართულებით მდგომარეობა საქართველოში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: აღსასრულებელი გადაწყვეტილებების 80% ეხება 2013 წლამდე პერიოდს. დღევანდელ ხელისუფლებას უწევს რეაგირება და აღსრულება იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლებაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“. დარღვევა მოხდა მაშინ და დღეს ჩვენ გვიწევს ამ გადაწყვეტილებების აღსრულება. დაახლოებით, 130 გადაწყვეტილება იყო აღსრულებული და აქედან მხოლოდ 18 გადაწყვეტილება იყო აღსრულებული 2013 წლამდე. დანარჩენი აღსრულებულია უკვე შემდგომ პერიოდში. საქმეების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირებულია. მაგალითად, თუ ავიღებთ 2003-2012 წლებს და შევადარებთ 2012-2025 წლებს, განსხვავება ზუსტად 93% პროცენტია“
პაატა სალია
„ერთ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა, მაყურებელმა იცოდეს, რომ არცერთი საქმე 2012 წლის მერე, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო გარდაქმნა და პენიტენციური სისტემის თვისებრივი შეცვლა, არცერთი საქმე მსჯავრდებულის, ბრალდებულის უფლებების დარღვევასთან პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ეს არის დასტური იმისა, რომ რეალურად მართლა რადიკალურად შეიცვალა ამ მიმართულებით მდგომარეობა საქართველოში“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა სალია: სწორედ ვისი შექმნილიც იყო ის სადამსჯელო სისტემა, ზუსტად ეს ადამიანები ცდილობენ დაგვადანაშაულონ იმაში, რომ ჩვენთან სისტემური ხასიათი აქვს ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები