ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. პრემიერ-მინისტრ რობ იეტენის განცხადებით, პაკეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და დრონებს მოიცავს.

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემსინტერპრესნიუსი

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა ნიდერლანდებში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ასევე შემიძლია გამოვაცხადო 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტზე. ის მოიცავს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და დრონებს, რომლებიც განკუთვნილია უწყვეტი რუსული საჰაერო თავდასხმებისგან დაცვისთვის“, - განაცხადა იეტენმა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის არავითარი ნიშანი არაა იმისა, რომ რუსეთი მზად არის ტერორი შეწყვიტოს უკრაინელების წინააღმდეგ. იეტენის თქმით, რუსეთის ცდილობს გატეხოს უკრაინა, „მისი საბრძოლო სულისკვეთება, საზოგადოება და ეკონომიკა, მაგრამ მას ეს არ გამოუვა უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინელების არაჩვეულებრივი ძალისა და სიმტკიცის გამო“.

„ჩვენ, როგორც მოკავშირეებს, შემდგომშიც უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა იეტენმა.

მან აღნიშნა, რომ ნიდერლანდები ნებისმიერ ძალისხმევას მიესალმება, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინისთვის მყარი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურინიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ასევე შემიძლია გამოვაცხადო 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტზე. ის მოიცავს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და დრონებს, რომლებიც განკუთვნილია უწყვეტი რუსული საჰაერო თავდასხმებისგან დაცვისთვის“
„მისი საბრძოლო სულისკვეთება, საზოგადოება და ეკონომიკა, მაგრამ მას ეს არ გამოუვა უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინელების არაჩვეულებრივი ძალისა და სიმტკიცის გამო“
„ჩვენ, როგორც მოკავშირეებს, შემდგომშიც უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპა დახმარებას უზრდის უკრაინას, თავდაცვის გასაძლიერებლად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები