ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის საქმის განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის საქმის განხილვა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის საქმის განხილვა დაიწყო
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის საქმის განხილვა დაიწყოინტერპრესნიუსი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის საქმის განხილვა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

მათი თქმით, საქმე ეხება ნინო დათაშვილის წინასწარ პატიმრობას, ასევე მის მიმართ დანიშნული იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.

„2025 წლის 9 ივნისს ნინო დათაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე იყო მისული, მანდატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, როდესაც მას იძულებით დაატოვებინეს სასამართლო შენობა.

20 ივნისს ნინო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353²-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს).

21 ივნისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გირაოს გამოყენების შესაძლებლობის განხილვის გარეშე. 25 ივნისს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის გასაჩივრების შესახებ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

31 ივლისს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით დანიშნა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის კანონიერებასაც დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილს ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ჩაუტარდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR-მა და Validity Foundation-მა 2025 წლის 24 ოქტომბერს მიმართა.

2025 წლის 29 ოქტომბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, ნინო დათაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-8 მუხლის ფარგლებში დაიწყო.

ECtHR-ის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება ეროვნულ დონეზე თავისუფლების უფლების განმარტების კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართლებრივი სტანდარტების განმტკიცება, რომლებიც გამორიცხავს სათანადო სამედიცინო და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფსიქიატრიული ექსპერტიზის გამოყენებას ბრალდებულზე ზეწოლის, მისი სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმების ან უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ბათუმელებიოპოზიციურისტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
  2. TV პირველიოპოზიციურიPHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2025 წლის 9 ივნისს ნინო დათაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე იყო მისული, მანდატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, როდესაც მას იძულებით დაატოვებინეს სასამართლო შენობა. 20 ივნისს ნინო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353²-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს). 21 ივნისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გირაოს გამოყენების შესაძლებლობის განხილვის გარეშე. 25 ივნისს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის გასაჩივრების შესახებ საჩივარი დაუშვებლად ცნო. 31 ივლისს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით დანიშნა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის კანონიერებასაც დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილს ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ჩაუტარდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR-მა და Validity Foundation-მა 2025 წლის 24 ოქტომბერს მიმართა. 2025 წლის 29 ოქტომბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, ნინო დათაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-8 მუხლის ფარგლებში დაიწყო. ECtHR-ის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება ეროვნულ დონეზე თავისუფლების უფლების განმარტების კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართლებრივი სტანდარტების განმტკიცება, რომლებიც გამორიცხავს სათანადო სამედიცინო და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფსიქიატრიული ექსპერტიზის გამოყენებას ბრალდებულზე ზეწოლის, მისი სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმების ან უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის მიზნით“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები