სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
სტრასბურგის სასამართლომ აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო, რომელიც მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასა და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ეხება. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ევროპული კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.
საუბარია პედაგოგისა და აქტივისტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასა და მისთვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე.
ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სტრასბურგის სასამართლოს ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 24 ოქტომბერს მიმართა. ისინი ითხოვენ საერთაშორისო სასამართლომ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევა. ესენია:
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი).
„2025 წლის 9 ივნისს ნინო დათაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე იყო მისული, მადატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, როდესაც მას იძულებითდ დაატოვებინეს სასამართლო შენობა.
20 ივნისს ნინო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353²-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს).
21 ივნისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გირაოს გამოყენების შესაძლებლობის განხილვის გარეშე. 25 ივნისს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის გასაჩივრების შესახებ საჩივარი დაუშვებლად ცნო.
31 ივლისს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით დანიშნა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის კანონიერებასაც დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილს ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ჩაუტარდა.
2025 წლის 29 ოქტომბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, ნინო დათაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა“, – წერია დათაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.
მათი შეფასებით, [სტრასბურგის სასამართლოს] საბოლოო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება ეროვნულ დონეზე თავისუფლების უფლების განმარტების კუთხით – „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართლებრივი სტანდარტების განმტკიცება, რომლებიც გამორიცხავს სათანადო სამედიცინო და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფსიქიატრიული ექსპერტიზის გამოყენებას ბრალდებულზე ზეწოლის, მისი სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმების ან უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის მიზნით“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართლებრივი სტანდარტების განმტკიცება, რომლებიც გამორიცხავს სათანადო სამედიცინო და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფსიქიატრიული ექსპერტიზის გამოყენებას ბრალდებულზე ზეწოლის, მისი სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმების ან უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის მიზნით“
„2025 წლის 9 ივნისს ნინო დათაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე იყო მისული, მადატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, როდესაც მას იძულებითდ დაატოვებინეს სასამართლო შენობა. 20 ივნისს ნინო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353²-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს). 21 ივნისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გირაოს გამოყენების შესაძლებლობის განხილვის გარეშე. 25 ივნისს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის გასაჩივრების შესახებ საჩივარი დაუშვებლად ცნო. 31 ივლისს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით დანიშნა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის კანონიერებასაც დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილს ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ჩაუტარდა. 2025 წლის 29 ოქტომბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, ნინო დათაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…