ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას - ირაკლი კობახიძე
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველო ესპანეთის გვერდით დგას.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო ამ მძიმე წუთებში ესპანეთის გვერდით დგას.
"ჩვენი ფიქრები და ლოცვები იმ ოჯახებისკენაა მიმართული, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ყველა დაშავებულს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას," - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში, მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაირაკლი კობახიძე: “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვები იმ ოჯახებისკენაა მიმართული, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს”
საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი ფიქრები და ლოცვები იმ ოჯახებისკენაა მიმართული, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ყველა დაშავებულს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…