ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ადვოკატი კახა ჩუბინიძეა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ადვოკატ კახა ჩუბინიძეს ბრალი წარედგინა — გამოძიების მტკიცებით, მან დაცვის ქვეშ მყოფის დას საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის თითქოს გადასაცემად 10 000 ლარი გამოართვა.

თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ადვოკატი კახა ჩუბინიძეა
თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ადვოკატი კახა ჩუბინიძეაალია

თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ადვოკატი კახა ჩუბინიძეა – იურისტს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი უკვე წარედგინა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის ინტერესებს იცავდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დას შეხვდა და დაჰპირდა, რომ მიუხედავად განსაკუთრებით მძიმე სასჯელისა, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება 3-4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე გაფორმდებოდა, რისთვისაც თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად, მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებული არწმუნებდა დაზარალებულს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას ვერ გააფორმებდა და საკითხს არც კი განიხილავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიცნობილია თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ადვოკატის ვინაობა
  2. რუსთავი 2სამთავრობოადვოკატის თაღლითობა კრიმინალური პოლიციისა და პროკურატურის სახელით - კახა ჩუბინიძემ მსჯავრდებულის დას ჯერ 10 000 ლარი გამოსძალა, შემდეგ კი, დამატებით, 100 000 მოსთხოვა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს - შსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები