ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სომხეთის პარლამენტმა „ტრამპის მარშრუტის“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა ე.წ. „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმებით იქმნება ერთობლივი კომპანია, რომელშიც აშშ 74%-იან, ხოლო სომხეთი 26%-იან წილს მიიღებს.

სომხეთის პარლამენტმა „ტრამპის მარშრუტის“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
სომხეთის პარლამენტმა „ტრამპის მარშრუტის“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინაიმედინიუსი

სომხეთის ეროვნულმა კრებამ რატიფიცირება მოახდინა TRIPP-ის ჩარჩო ხელშეკრულების, რომელიც „ტრამპის მარშრუტით“ არის ცნობილი. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

რატიფიცირებას მხარი 63 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 32 იყო.

შეთანხმება სარატიფიკაციოდ პარლამენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარუდგინა. როგორც მირზოიანმა განხილვის დროს განაცხადა, მარშრუტის მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე იქნება, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ იფუნქციონირებს.

მინისტრის განცხადებით, პროექტი ყველა რეგიონული კომუნიკაციის განბლოკვას გულისხმობს, რაც სომხეთს აზერბაიჯანის გავლით მესამე ქვეყნებთან დააკავშირებს, ხოლო აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან ნახიჩევანთან ექნება პირდაპირი კავშირი.

შეთანხმების თანახმად, შეიქმნება კომპანია TRIPP Development Company, აქციების 26% სომხეთის საკუთრება იქნება, ხოლო 74% - აშშ-ის. შეთანხმების ვადა 49 წელი იქნება. თუ 49 წლის შემდეგ მხარეები შეთანხმებას 50 წლით გაახანგრძლივებენ, მაშინ სომხეთის წილი პროექტში 49%-მდე გაიზრდება, ხოლო ამერიკის - 51%-მდე შემცირდება.

შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ხელი 2026 წლის 1 ივნისს ვაშინგტონში არარატ მირზოიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის მოეწერა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიუ იორკში TRIPP-ის განხორციელების შესახებ ღონისძიება გაიმართება, სადაც ახალი ფონდის შესახებ გამოცხადდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები