ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, დასაჭერია ის ვისაც ასეთი ბრძანების გაცემა შეუძლია და მე მხოლოდ ერთ ასეთ კაცს ვიცნობ საქართველოში” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფეიქრიშვილის ცემის გამო ციხის უფროსის გადაყენების გარდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, ვინც ეს სცენა დადგა, ექიმს, მოსამართლეს და პირს, ვისაც ასეთი ბრძანების გაცემა შეუძლია.

,, დასაჭერია ის ვისაც ასეთი ბრძანების გაცემა შეუძლია და მე მხოლოდ ერთ ასეთ კაცს ვიცნობ საქართველოში” – სააკაშვილი
,, დასაჭერია ის ვისაც ასეთი ბრძანების გაცემა შეუძლია და მე მხოლოდ ერთ ასეთ კაცს ვიცნობ საქართველოში” – სააკაშვილიალია

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ციხეების უფროსი გადააყენეს ფეიქრიშვილის ციხეში ცემის სპეცოპერაციის გამო და ემუქრებიან დაჭერით. კი, მაგრამ ზუსტად ასევეა დასაჭერი ის სუსელი, პროკურორი თუ პოლიციელი, ვინც მთელი სცენა დადგა, ვიღაც ტიპის ვითომ ცემის და ამის გამო ყიფიან/კაწროს ვითომ დაჭერის.

დასაჭერია ვივამედის ის ექიმი ვინც მძიმე ტრავმები ზურგზე და მკერდზე დააბრალა დაცემას, ე.ი. ფეიქრიშვილი ჯერ თავისით დაეცა ზურგზე და მერე მკერდზე?

დასაჭერია ის მოსამართლე, რომელმაც ეს კრიმინალური დუეტი, დავალებით გაუშვა ციხეში და ბოლოს დასაჭერია ის ვისაც ასეთი ბრძანების გაცემა შეუძლია და მე მხოლოდ ერთ ასეთ კაცს ვიცნობ საქართველოში. აი ასე გამოიყურება “ბეზპრედელი” და ვიღაც ერთი სადისტი პატარიძის განტევების ვაცად ქცევამ, ვინ უნდა გააცუროს.

მე და ჩვენ ყველანი ერთად დავასრულებთ ამ თავაშვებულობას, კრიმინალს სიცრუეს, “ბეზპრედელს” საქართველოში, როგორც ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ. შევძლებთ ამას პასუხისმგებლობით და ღირსებით. ქართველი ხალხი აუცილებლად იქნება დაცული და ჩვენ არ შეგვეშინდება არც სახლში დაძინების, რომ არავინ შემოგვივარდეს და არც ბავშვების ქუჩაში გაშვების.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სააკაშვილი - გაფრთხილებდით მე, ივანიშვილი „ბესპრედელშიკია“ - მეთქი და უმრავლესობას გადაჭარბება ეგონა - ყველას ეუბნება: „ჯერ ციხეში ჩაგსვამთ და მერე იქ იქნებით ყველაზე დაუცველიო“ და ეს მხოლოდ დასაწყისიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები