ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატრიკ ტანი: საქართველოს გააზრებული მიდგომა ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით ქვეყანას ფინანსური ინოვაციების განვითარების ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს

საქართველოს ეროვნული ბანკი

ChainArgos-ის გენერალური მრჩევლის, პატრიკ ტანის განცხადებით, ციფრული აქტივების რეგულირების გააზრებული მიდგომა და მდგრადი საბანკო სექტორი საქართველოს ფინანსური ინოვაციების განვითარების ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს.

პატრიკ ტანი: საქართველოს გააზრებული მიდგომა ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით ქვეყანას ფინანსური ინოვაციების განვითარების ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს
პატრიკ ტანი: საქართველოს გააზრებული მიდგომა ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით ქვეყანას ფინანსური ინოვაციების განვითარების ხელსაყრელ პოზიციაში აყენებსრუსთავი 2

"საქართველოს გაუმართლა, რომ იმყოფება აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე. ეს წარმოუდგენელ გეოგრაფიულ უპირატესობას ანიჭებს ქვეყანას გლობალური საბანკო სექტორის შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს აქვს ძლიერი და მდგრადი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული ეროვნული ბანკი, რომელიც ქვეყანაში მეწარმეებსა და ინოვატორებს უჭერს მხარს“ - განაცხადა სინგაპურში დაფუძნებული ბლოკჩეინ ანალიტიკური კომპანია ChainArgos-ის გენერალურმა მრჩეველმა პატრიკ ტანმა, "თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში.

პატრიკ ტანის შეფასებით, საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული დერეფნის ნაწილია, რაც ქვეყანას კაპიტალის, ადამიანური რესურსებისა და ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ფინანსური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს უქმნის.

"საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მდგრადი საბანკო სექტორი და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით გააზრებული მიდგომა ქვეყანას საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას აძლევს", - აღნიშნა მან.

ChainArgos-ის გენერალურმა მრჩეველმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიდგომას ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესში. მისი შეფასებით, ქვეყანამ შეძლო სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინება და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით თანმიმდევრული და გააზრებული მიდგომის არჩევა.

"ხშირად ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ჩქარობენ ციფრული აქტივების, ვირტუალური აქტივებისა და სტეიბლკოინების რეგულირებას, თუმცა ამ პროცესში ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. საქართველოს შემთხვევაში დავინახეთ მტკიცე და გააზრებული ინიციატივა, რომ პროცესი თავიდანვე სწორად წარმართულიყო, ვიდრე მის მასშტაბურ დანერგვას დაიწყებდნენ", – განაცხადა მან.

პატრიკ ტანის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა საქართველოს ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს ხელოვნური ინტელექტისა და ავტონომიური გადახდების განვითარების მიმართულებითაც. მისი თქმით, გლობალურ ქსელში გადახდების სულ უფრო მეტად გაციფრულებისა და ავტონომიურობის ზრდასთან ერთად, საქართველოს შეუძლია ამ პროცესების აქტიური მონაწილე გახდეს.

ChainArgos არის სინგაპურში დაფუძნებული კერძო კომპანიაა, რომლის პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიკვლიონ და აკონტროლონ კრიპტოაქტივების მოძრაობა ბლოკჩეინქსელებში, გააანალიზონ ტრანზაქციები და გამოავლინონ საეჭვო ფინანსური ნაკადები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპატრიკ ტანი: საქართველოს გააზრებული მიდგომა ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით ქვეყანას ფინანსური ინოვაციების განვითარების ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოპატრიკ ტანი: საქართველოს აქვს ძლიერი და მდგრადი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული ეროვნული ბანკი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს გაუმართლა, რომ იმყოფება აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე. ეს წარმოუდგენელ გეოგრაფიულ უპირატესობას ანიჭებს ქვეყანას გლობალური საბანკო სექტორის შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს აქვს ძლიერი და მდგრადი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული ეროვნული ბანკი, რომელიც ქვეყანაში მეწარმეებსა და ინოვატორებს უჭერს მხარს“
პატრიკ ტანმა
„საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მდგრადი საბანკო სექტორი და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით გააზრებული მიდგომა ქვეყანას საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას აძლევს“
„ფარგლებში. პატრიკ ტანის შეფასებით, საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული დერეფნის ნაწილია, რაც ქვეყანას კაპიტალის, ადამიანური რესურსებისა და ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ფინანსური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს უქმნის.“
პატრიკ ტანმა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
Polygon-ის დამფუძნებელი​ სანდიპ ნაილვალი: არ გამიკვირდება, თუ ხუთი წლის შემდეგ საქართველო ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები