ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: “რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას”

საქართველოს მთავრობასაქართველოს ეროვნული ბანკი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება მთავრობის პრიორიტეტია. მისი თქმით, ბაზარზე უკვე ოპერირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების 40-ზე მეტი პროვაიდერი და 3 ციფრული ბანკი.

პრემიერი: “რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას”
პრემიერი: “რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას”POSTV

“საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარებას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ინიციატივები”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

„შედეგად, ბაზარზე უკვე ოპერირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების 40-ზე მეტი პროვაიდერი. ასევე, დაინერგა ღია ბანკინგი და შეიქმნა ციფრული ბანკების ლიცენზირების ჩარჩო, რომლის საფუძველზეც საქართველოში უკვე სამი ციფრული ბანკი ოპერირებს. მათგან ერთი სინგაპურული ინიციატივით დაფუძნდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, განახლდა საგადახდო სისტემებიც, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ფინტექ კომპანიებს ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს.

ამავდროულად, ეროვნული ბანკის ჩართულობით, ვითარდება რეგიონული ტრანსსასაზღვრო გადახდების პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ფინანსურ კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მივესალმებით ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნების აქტიურ თანამშრომლობას.

ეს ნაბიჯები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში თანამედროვე, ინოვაციური და კონკურენტუნარიანი ფინანსური ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ პროცესში თბილისის ფინანსური სამიტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მჯერა, სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას.

ნაყოფიერ დისკუსიებს და წარმატებებს გისურვებთ!“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარებას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ინიციატივები“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: “2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები