ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„გეგონება, ნავთში გვძინავს“ – რატომ დუმს გარემოსდაცვა და ბათუმის მერია მოქალაქეების პრობლემაზე

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები ნავთობბაზის მხრიდან მძაფრ სუნსა და დაკვამლიანებაზე ჩივიან და აცხადებენ, რომ მდგომარეობა გაუსაძლისია, თუმცა ბათუმის მერია და გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახური მათ შეტყობინებებს არ პასუხობენ.

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, სადაც ნავთობაზაა განთავსებული, მესამე დღეა მოქალაქეები საუბრობენ მძაფრ სუნზე, რომელიც მთელ უბანში იგრძნობა.

პირველი ვიდეო ამ უბნიდან მოქალაქემ 26 ოქტომბერს გამოგვიგზავნა, სადაც ნათლად ჩანს, ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაკვამლიანება, რომელსაც თან ახლდა მძაფრი სუნი.

ვიდეო, სადაც დაკვამლიანებაა ასახული.

ნახვა Facebook-ზე

მოქალაქე ნონა ჭაღალიძე, რომელიც დღეს, 28 ოქტომბერს, დაგვიკავშირდა, ასევე ბარცხანაში, ლევან ქიქავას ქუჩაზე ცხოვრობს და საუბრობს სუნზე, რომელიც მისი თქმით, უკვე ორი თვეა იგრძნობა და გაუსაძლისია მდგომარეობა.

„იცით, რა არის, საშინელებაა? გეგონება ნავთში გვძინავს.

გეფიცებით, წუხელ მოსახლეობას თუ საერთოდ გვეძინა. ისეთი მძაფრი სუნია, ალბათ დაიწამლებიან ბავშვები. ფანჯრებსაც ვეღარ ვაღებთ. იქნებ მიაწვდინოთ მერიას ხმა, სანამ მოვიწამლეთ“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, დაკვამლიანება დღეს აღარ შეინიშნება, თუმცა სუნი მაინც საგრძნობია.

„კვამლი შესაძლოა ორთქლმავლის იყოს და ამიტომ ჩანდეს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი რომ მოვიდეს, მიხვდება რა მდგომარეობაში ვართ, ორი თვეა ძალიან გამძაფრებულია სუნი და გაუსაძლისია. საშინელებაა.

ვაპირებ დავწერო განცხადება და მივმართო მერიას, რომ მოვიდნენ და შეისწავლონ რისგან ვიწამლებით“-ამბობს ნონა ჭაღალიძე.

„ბათუმელები“ სამი დღეა ცდილობს გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებას. მათ წარმომადგენელს აჭარაში ფაქტის ამსახველი ვიდეო გავუგზავნეთ და ვკითხეთ – თუ გავიდნენ ადგილზე ვითარების შესასწავლად.

„ბათუმელებმა“ ასევე იკითხა, რას უკავშირდება მძაფრი სუნი, რაზეც მოქალაქეები ჩივიან და ხომ არ არის ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი?

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა არც ზარს უპასუხეს და არც შეკითხვებს.

ამ საკითხზე დავუკავშირდით ბათუმის მერიასაც, თუმცა შეკითხვებს არც მერიაში პასუხობენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კვამლი შესაძლოა ორთქლმავლის იყოს და ამიტომ ჩანდეს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი რომ მოვიდეს, მიხვდება რა მდგომარეობაში ვართ, ორი თვეა ძალიან გამძაფრებულია სუნი და გაუსაძლისია. საშინელებაა. ვაპირებ დავწერო განცხადება და მივმართო მერიას, რომ მოვიდნენ და შეისწავლონ რისგან ვიწამლებით“
ნონა ჭაღალიძე
„იცით, რა არის, საშინელებაა? გეგონება ნავთში გვძინავს. გეფიცებით, წუხელ მოსახლეობას თუ საერთოდ გვეძინა. ისეთი მძაფრი სუნია, ალბათ დაიწამლებიან ბავშვები. ფანჯრებსაც ვეღარ ვაღებთ. იქნებ მიაწვდინოთ მერიას ხმა, სანამ მოვიწამლეთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში 87 მძღოლი დააჯარიმეს ავტომობილის მავნე გამონაბოლქვის გამოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები