ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკის მსხვერპლთა ტკივილის დაცინვა ცინიზმის მწვერვალია. ასეთი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის”

ნაციონალური მოძრაობა

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლებრივადაც უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან. მან 2009 წლის 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან აქციის დარბევა გაიხსენა და დასავლეთი მოძალადეების დაცვასა და ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

გია აბაშიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკის მსხვერპლთა ტკივილის დაცინვა ცინიზმის მწვერვალია. ასეთი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის”
გია აბაშიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკის მსხვერპლთა ტკივილის დაცინვა ცინიზმის მწვერვალია. ასეთი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის”POSTV

ანალიტიკოსი გია აბაშიძე 2009 წლის 15 ივნისს დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული საპროტესტო აქციის დარბევას იხსენებს.

“ცინიკოსი ნაცჯალათებისა და მათი აპოლოგეტების ადგილი პოლიტიკაში არ არის!

ადამიანები, რომელთა ოჯახებიც და ცხოვრებაც სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკემ გაანადგურა, დღესაც დაცინვისა და შეურაცხყოფის სამიზნეები არიან მანქურთების მხრიდან. ერთი კონკრეტული მაგალითი უამრავთაგან – დაჩი ცაგურიასა და სხვა თანამემამულეთა სულისშემძვრელი ისტორიები ნათლად გვახსენებს, რას გადაურჩა საქართველო 2012-ში და რამდენად დროულად დაესვა წერტილი “ნაცმოძრაობის” პარპაშს ქვეყნის სათავეში. ასეთი პოლიტიკური ძალა სამართლებრივადაც უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან!

2009 წლის 15 ივნისი, დიღომი. სააკაშვილის რეჟიმმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია.

ახალგაზრდებს რკინის ხელკეტებით უსწორდებოდნენ, დაშავდნენ ჟურნალისტებიც, 39 აქტივისტი კი “ნაცჩაფრებმა” მძევლად აიყვანეს და არა დააკავეს.

ეს ყველაფერი პირადად მახსოვს — მაშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკური ანალიტიკოსი ვიყავი. დარბევისას, ჩემს ევროპელ კოლეგასთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მალე ვიყავით. პოლიციის შენობის მიმდებარე კორპუსებში დამალული რამდენიმე ადამიანი მანქანით უსაფრთხო ადგილას გავიყვანეთ.

იმ პერიოდში, პიტერ სემნების დროს, თბილისიდან ბრიუსელში რეჟიმის დანაშაულებზე არაერთი უმწვავესი ანგარიში იგზავნებოდა. ევროკრატიის რეაქცია? – მაშინაც დუმილი და ფარისევლობა; დღესაც – სააკაშვილის რეჟიმისთვის ხელის დაფარება და საქართველოს ხელისუფლებისთვის ყალბი ბრალდებების წაყენება.

ფსევდოლიბერალური დასავლეთის ეს ორმაგი სტანდარტი — მოძალადეების დაცვა, მსხვერპლთა ტკივილის უგულებელყოფა და საქართველოსთვის მორალის კითხვა — ევროპული ღირებულებების დაცვა კი არა, მათი თავიდან ბოლომდე ღალატია”, – წერს აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგია აბაშიძე: "ნაციონალური მოძრაობის" სისასტიკის მსხვერპლთა ტკივილის დაცინვა ცინიზმის მწვერვალია - ასეთი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ცინიკოსი ნაცჯალათებისა და მათი აპოლოგეტების ადგილი პოლიტიკაში არ არის! ადამიანები, რომელთა ოჯახებიც და ცხოვრებაც სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკემ გაანადგურა, დღესაც დაცინვისა და შეურაცხყოფის სამიზნეები არიან მანქურთების მხრიდან. ერთი კონკრეტული მაგალითი უამრავთაგან – დაჩი ცაგურიასა და სხვა თანამემამულეთა სულისშემძვრელი ისტორიები ნათლად გვახსენებს, რას გადაურჩა საქართველო 2012-ში და რამდენად დროულად დაესვა წერტილი “ნაცმოძრაობის” პარპაშს ქვეყნის სათავეში. ასეთი პოლიტიკური ძალა სამართლებრივადაც უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან! 2009 წლის 15 ივნისი, დიღომი. სააკაშვილის რეჟიმმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია. ახალგაზრდებს რკინის ხელკეტებით უსწორდებოდნენ, დაშავდნენ ჟურნალისტებიც, 39 აქტივისტი კი “ნაცჩაფრებმა” მძევლად აიყვანეს და არა დააკავეს. ეს ყველაფერი პირადად მახსოვს — მაშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკური ანალიტიკოსი ვიყავი. დარბევისას, ჩემს ევროპელ კოლეგასთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მალე ვიყავით. პოლიციის შენობის მიმდებარე კორპუსებში დამალული რამდენიმე ადამიანი მანქანით უსაფრთხო ადგილას გავიყვანეთ. იმ პერიოდში, პიტერ სემნების დროს, თბილისიდან ბრიუსელში რეჟიმის დანაშაულებზე არაერთი უმწვავესი ანგარიში იგზავნებოდა. ევროკრატიის რეაქცია? – მაშინაც დუმილი და ფარისევლობა; დღესაც – სააკაშვილის რეჟიმისთვის ხელის დაფარება და საქართველოს ხელისუფლებისთვის ყალბი ბრალდებების წაყენება. ფსევდოლიბერალური დასავლეთის ეს ორმაგი სტანდარტი — მოძალადეების დაცვა, მსხვერპლთა ტკივილის უგულებელყოფა და საქართველოსთვის მორალის კითხვა — ევროპული ღირებულებების დაცვა კი არა, მათი თავიდან ბოლომდე ღალატია“
გია აბაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე: "ნაციონალური მოძრაობის" სისასტიკის მსხვერპლთა ტკივილის დაცინვა ცინიზმის მწვერვალია - ასეთი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები