ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონური კომპანია Sterling Outsourcing-ის აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენი შესაძლებლობები კარგად შეესაბამება საქართველოს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს და ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებით გვსურს საქმიანობის დაწყება

ეკონომიკის სამინისტრო

პოლონური კომპანია Sterling Outsourcing საქართველოში საქმიანობის დაწყებას გეგმავს. მისი აღმასრულებელი დირექტორის, ჰარი ვირდეს განცხადებით, ქვეყანაში კადრების პოტენციალი და ხარჯები კონკურენტულია.

პოლონური კომპანია Sterling Outsourcing-ის აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენი შესაძლებლობები კარგად შეესაბამება საქართველოს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს და ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებით გვსურს საქმიანობის დაწყება
პოლონური კომპანია Sterling Outsourcing-ის აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენი შესაძლებლობები კარგად შეესაბამება საქართველოს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს და ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებით გვსურს საქმიანობის დაწყებაიმედინიუსი

ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან, ვხედავ, რომ ჩვენი შესაძლებლობები კარგად შეესაბამება საქართველოს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს და ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებით გვსურს საქმიანობის დაწყება, - აცხადებს პოლონური კომპანია Sterling Outsourcing-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰარი ვირდე.

ჰარი ვირდე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე ეცნობა და იმ ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს მოწვევით სტუმრობს.

ჰარი ვირდე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული კადრების პოტენციალი მათთვის საინტერესოა.

„უნდა ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კადრების ნიჭმა, შესაძლებლობებმა და ინტელექტის დონემ. როგორც უკვე აღვნიშნე, ნამდვილად გაკვირვებული ვარ. ვიტყოდი, რომ აქ არსებული კადრების პოტენციალი ძალიან საინტერესოა. ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენების ცოდნის დონე, C1 და უფრო მაღალი, ნამდვილად შთამბეჭდავია. ხარჯებიც ძალიან კონკურენტულია. შესაბამისად, ძალიან კონკურენტულ ფასად შეგიძლიათ მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება“, - აცხადებს Sterling Outsourcing-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპოლონური კომპანია Sterling Outsourcing-ის აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენი შესაძლებლობები კარგად შეესაბამება საქართველოს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს და ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებით გვსურს საქმიანობის დაწყება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უნდა ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კადრების ნიჭმა, შესაძლებლობებმა და ინტელექტის დონემ. როგორც უკვე აღვნიშნე, ნამდვილად გაკვირვებული ვარ. ვიტყოდი, რომ აქ არსებული კადრების პოტენციალი ძალიან საინტერესოა. ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენების ცოდნის დონე, C1 და უფრო მაღალი, ნამდვილად შთამბეჭდავია. ხარჯებიც ძალიან კონკურენტულია. შესაბამისად, ძალიან კონკურენტულ ფასად შეგიძლიათ მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი: ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ. დიდი შანსია, ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები