ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი შაიშმელაშვილი - სერბეთში ხალხის მობილიზაციის მიზეზი იყო კორუფცია - არ ვფიქრობ, რომ იგივე მოხდება საქართველოში, კორუფცია არ არის ის ფაქტი, რის გამოც აქ ადამიანები ბრაზდებიან

თავისუფლების მოედანიქართული ოცნებანაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკური ველის მოსუფთავებას ისახავს მიზნად და ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

გიორგი შაიშმელაშვილი - სერბეთში ხალხის მობილიზაციის მიზეზი იყო კორუფცია - არ ვფიქრობ, რომ იგივე მოხდება საქართველოში, კორუფცია არ არის ის ფაქტი, რის გამოც აქ ადამიანები ბრაზდებიან
გიორგი შაიშმელაშვილი - სერბეთში ხალხის მობილიზაციის მიზეზი იყო კორუფცია - არ ვფიქრობ, რომ იგივე მოხდება საქართველოში, კორუფცია არ არის ის ფაქტი, რის გამოც აქ ადამიანები ბრაზდებიანინტერპრესნიუსი

მე დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ არ ელოდა ოპოზიციური პარტიების საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებას, თორემ არ დაუშვებდა არც პროცესის საჯარო გაშუქებას და არც იმ შედეგებს, რაც ამ გაშუქებას მოჰყვა - ყველა გრძნობს, “ოცნების“ სარჩელი ვერ აკმაყოფილებს ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ სტანდარტებს... მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური ველის მოსუფთავების მცდელობა და სამართლებრივად დაუსაბუთებელი ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება იმ საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც ქვეყანაში სულ უფრო მატულობს, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შაიშმელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი ვერ აკმაყოფილებს ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ სტანდარტს.

“ეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მეტია. საბოლოო მიზანი არის ძალაუფლებაში განუზომელი დროით დარჩენა „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამ მიზნით პოლიტიკური ველის მოსუფთავება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ელექტორალურად ვერ უწევს დიდ წინააღმდეგობას ოპოზიცია, მან კარგად იცის, რომ ამ პოლიტიკური ძალების მიღმა დგას ადამიანთა განწყობები და ეს განწყობები ნებისმიერ დროს შეიძლება ითარგმნოს კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგში. ამიტომ, „ოცნებამ“ ამ პროცესის დაწყებით აღიარა ის, რაც ადამიანების ნაწილმა დიდი ხანია იცის, რომ ხალხს შესწევს ძალა დაამარცხოს „ ქართული ოცნება“. სარჩელის მეორე ნაწილი ეხება უკვე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და აგვისტოს ომს. ამ თვალსაზრისითაც მართლა კომიკურ ფონს იძენს ის პროპაგანდა, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს. ერთი მხრივ, ისინი ლაპარაკობენ, თუ რატომ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი PACE-ს იმ ცნობილ რეზოლუციას და მეორე მხრივ, შექმნეს საპარლამენტო კომისია, რომლის დასკვნაშიც ჩაწერეს გაცილებით უფრო უარესი დებულებები, ვიდრე PACE-ს რეზოლუციაშია. პრაქტიკულად საფუძველი მისცეს რუსულ პროპაგანდას და რუსულ საინფორმაციო ნარატივს იმის თაობაზე, თითქოს რუსეთი 2008 წლის აგვისტოში ატარებდა სამშვიდობო ოპერაციას, ხოლო ესკალაცია და ომი დაიწყო ქართულმა მხარემ. ახლა ეს ყველაფერი, როგორც პარტიების აკრძალვა, გააგზავნეს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სარჩელის დამტკიცების შემთხვევაში ეს დამკვიდრდება როგორც სამართლებრივი ნორმა ქართული სამართლის სისტემისთვის“, - აღნიშნა შაიშმელაშვილმა.

შაიშმელაშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა უცხოეთში პარტიების აკრძალვის პრაქტიკაზე და განმარტა, რომ „ყველა ქვეყანაში სასამართლო ძალიან მაღალ სტანდარტს უწესებს მოსარჩელე მხარეს. სტანდარტში კი იგულისხმება ის, რომ საფრთხე, რომელსაც კონსტიტუციას უქმნის ესა თუ ის პარტია, უნდა იყოს მყისიერი და გაზომვადი’’.

„საქართველოს კონსტიტუცია ასევე უშვებს პარტიების აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ პარტია ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს. იმ შემთხვევაში, რომელიც, მაგალითად, არჩილ გორდულაძეს მოჰყავს, ლაპარაკია ძირითადად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებზე. ომში ჩართულ ქვეყანას მოუწია პარტიების აკრძალვა მტრული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების გატარების გამო, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინაში კონსტიტუციურ წესრიგს. ანუ პარტია შეიძლება აიკრძალოს მაშინ, თუ მისი განცხადებები და ქმედებები ღიად ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში გაწერილ წესებს. ძალიან მაღალ სტანდარტს უწესებენ სასამართლოები ყველა ქვეყანაში, სადაც ეს პროცესი მოხდა, მოსარჩელე მხარეს. ამ სტანდარტში იგულისხმება ის, რომ საფრთხე, რომელსაც კონსტიტუციას უქმნის ესა თუ ის პარტია, უნდა იყოს მყისიერი და უნდა იყოს გაზომვადი, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი. პარტიას იმავდროულად უნდა ჰქონდეს რეალური შანსი, ანუ იგრძნობოდეს არაკონსტიტუციური ქმედებების ალბათობა. თუ მათ თეორიულად აქვთ მხოლოდ ანტიკონსტიტუციური წარმოდგენები, ეგ არ ნიშნავს, რომ მაგ პარტიებს აკრძალავენ. ჩვენს შემთხვევაში „ოცნების“ არგუმენტები ძალიან სუსტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ ელოდნენ ოპოზიციური პარტიების საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებას, თორემ არ დაუშვებდნენ არც საჯარო გაშუქებას ამ პროცესის და არც იმ შედეგებს, რაც ამ გაშუქებას მოჰყვა, იმიტომ რომ ყველა გრძნობს, “ოცნების“ სარჩელი ვერ აკმაყოფილებს ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ სტანდარტებს“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ყურადღება ასევე გაამახვილა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების მოვლენაზე, მათ შორის კი ისაუბრა სერბეთში განვითარებულ პროცესებზე.

„სერბეთში ხალხის მობილიზაციის მიზეზი იყო კორუფცია. არ მაქვს ეჭვი, იგივე რომ იყოს საქართველოშიც, ჩვენი მძიმე წარსულის გათვალისწინებით. მათ შორის, საბჭოთა კორუფცია არ არის ფაქტი, რის გამოც ადამიანები ბრაზდებიან საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია, ტიპოლოგიურად მსგავსი ავტორიტარიზმების მარცხი, ბუნებრივია, რაღაც იმედებს უჩენს ადამიანს. ჩვენთვის ეს ამბავი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ილია ჭავჭავაძისთვის იყო გარიბალდის ბრძოლა მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა შაიშმელაშვილმა.

გარდა ამისა, გიორგი შაიშმელაშვილმა „ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით რამდენიმე დღის წინ გამართული საპროტესტო მარშის შესახებ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნული აქციის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებებსაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ოპოზიციურ სპექტრს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.

„ფაქტია, მათ იციან, რომ ის, რაც კვირას იმ აქციაზე ხდებოდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომი იმ დიდი უკმაყოფილებისა, რაც ქვეყანაში არსებობს და ამ ყველაფრის მიღმა დგას გაცილებით მეტი მოქალაქე, რომელიც უკმაყოფილოა იმ ვითარებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. აქ არ არის საუბარი პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვაზე, ადამიანებს აწუხებთ შემოსავლებისა და ხარჯების დისპროპორცია. ამ აქციაზე განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა „ოცნებასთან“ აფილირებული ანალიტიკოსების და ამბობდნენ, რომ ამ აქციის მიზანი ლგბტ ადამიანების მხარდაჭერა და გეი ქორწინების აღიარება იყო. არ ვიცი, საიდან დააკავშირეს“, - განმარტა შაიშმელაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს კონსტიტუცია ასევე უშვებს პარტიების აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ პარტია ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს. იმ შემთხვევაში, რომელიც, მაგალითად, არჩილ გორდულაძეს მოჰყავს, ლაპარაკია ძირითადად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებზე. ომში ჩართულ ქვეყანას მოუწია პარტიების აკრძალვა მტრული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების გატარების გამო, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინაში კონსტიტუციურ წესრიგს. ანუ პარტია შეიძლება აიკრძალოს მაშინ, თუ მისი განცხადებები და ქმედებები ღიად ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში გაწერილ წესებს. ძალიან მაღალ სტანდარტს უწესებენ სასამართლოები ყველა ქვეყანაში, სადაც ეს პროცესი მოხდა, მოსარჩელე მხარეს. ამ სტანდარტში იგულისხმება ის, რომ საფრთხე, რომელსაც კონსტიტუციას უქმნის ესა თუ ის პარტია, უნდა იყოს მყისიერი და უნდა იყოს გაზომვადი, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი. პარტიას იმავდროულად უნდა ჰქონდეს რეალური შანსი, ანუ იგრძნობოდეს არაკონსტიტუციური ქმედებების ალბათობა. თუ მათ თეორიულად აქვთ მხოლოდ ანტიკონსტიტუციური წარმოდგენები, ეგ არ ნიშნავს, რომ მაგ პარტიებს აკრძალავენ. ჩვენს შემთხვევაში „ოცნების“ არგუმენტები ძალიან სუსტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ ელოდნენ ოპოზიციური პარტიების საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებას, თორემ არ დაუშვებდნენ არც საჯარო გაშუქებას ამ პროცესის და არც იმ შედეგებს, რაც ამ გაშუქებას მოჰყვა, იმიტომ რომ ყველა გრძნობს, “ოცნების“ სარჩელი ვერ აკმაყოფილებს ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ სტანდარტებს“
„სერბეთში ხალხის მობილიზაციის მიზეზი იყო კორუფცია. არ მაქვს ეჭვი, იგივე რომ იყოს საქართველოშიც, ჩვენი მძიმე წარსულის გათვალისწინებით. მათ შორის, საბჭოთა კორუფცია არ არის ფაქტი, რის გამოც ადამიანები ბრაზდებიან საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია, ტიპოლოგიურად მსგავსი ავტორიტარიზმების მარცხი, ბუნებრივია, რაღაც იმედებს უჩენს ადამიანს. ჩვენთვის ეს ამბავი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ილია ჭავჭავაძისთვის იყო გარიბალდის ბრძოლა მნიშვნელოვანი“
„ფაქტია, მათ იციან, რომ ის, რაც კვირას იმ აქციაზე ხდებოდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომი იმ დიდი უკმაყოფილებისა, რაც ქვეყანაში არსებობს და ამ ყველაფრის მიღმა დგას გაცილებით მეტი მოქალაქე, რომელიც უკმაყოფილოა იმ ვითარებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. აქ არ არის საუბარი პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვაზე, ადამიანებს აწუხებთ შემოსავლებისა და ხარჯების დისპროპორცია. ამ აქციაზე განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა „ოცნებასთან“ აფილირებული ანალიტიკოსების და ამბობდნენ, რომ ამ აქციის მიზანი ლგბტ ადამიანების მხარდაჭერა და გეი ქორწინების აღიარება იყო. არ ვიცი, საიდან დააკავშირეს“
„ეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მეტია. საბოლოო მიზანი არის ძალაუფლებაში განუზომელი დროით დარჩენა „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამ მიზნით პოლიტიკური ველის მოსუფთავება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ელექტორალურად ვერ უწევს დიდ წინააღმდეგობას ოპოზიცია, მან კარგად იცის, რომ ამ პოლიტიკური ძალების მიღმა დგას ადამიანთა განწყობები და ეს განწყობები ნებისმიერ დროს შეიძლება ითარგმნოს კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგში. ამიტომ, „ოცნებამ“ ამ პროცესის დაწყებით აღიარა ის, რაც ადამიანების ნაწილმა დიდი ხანია იცის, რომ ხალხს შესწევს ძალა დაამარცხოს „ ქართული ოცნება“. სარჩელის მეორე ნაწილი ეხება უკვე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და აგვისტოს ომს. ამ თვალსაზრისითაც მართლა კომიკურ ფონს იძენს ის პროპაგანდა, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს. ერთი მხრივ, ისინი ლაპარაკობენ, თუ რატომ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი PACE-ს იმ ცნობილ რეზოლუციას და მეორე მხრივ, შექმნეს საპარლამენტო კომისია, რომლის დასკვნაშიც ჩაწერეს გაცილებით უფრო უარესი დებულებები, ვიდრე PACE-ს რეზოლუციაშია. პრაქტიკულად საფუძველი მისცეს რუსულ პროპაგანდას და რუსულ საინფორმაციო ნარატივს იმის თაობაზე, თითქოს რუსეთი 2008 წლის აგვისტოში ატარებდა სამშვიდობო ოპერაციას, ხოლო ესკალაცია და ომი დაიწყო ქართულმა მხარემ. ახლა ეს ყველაფერი, როგორც პარტიების აკრძალვა, გააგზავნეს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სარჩელის დამტკიცების შემთხვევაში ეს დამკვიდრდება როგორც სამართლებრივი ნორმა ქართული სამართლის სისტემისთვის“
გიორგი შაიშმელაშვილი
„ყველა ქვეყანაში სასამართლო ძალიან მაღალ სტანდარტს უწესებს მოსარჩელე მხარეს. სტანდარტში კი იგულისხმება ის, რომ საფრთხე, რომელსაც კონსტიტუციას უქმნის ესა თუ ის პარტია, უნდა იყოს მყისიერი და გაზომვადი’’. „საქართველოს კონსტიტუცია ასევე უშვებს პარტიების აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ პარტია ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს. იმ შემთხვევაში, რომელიც, მაგალითად, არჩილ გორდულაძეს მოჰყავს, ლაპარაკია ძირითადად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებზე. ომში ჩართულ ქვეყანას მოუწია პარტიების აკრძალვა მტრული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების გატარების გამო, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინაში კონსტიტუციურ წესრიგს. ანუ პარტია შეიძლება აიკრძალოს მაშინ, თუ მისი განცხადებები და ქმედებები ღიად ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში გაწერილ წესებს. ძალიან მაღალ სტანდარტს უწესებენ სასამართლოები ყველა ქვეყანაში, სადაც ეს პროცესი მოხდა, მოსარჩელე მხარეს. ამ სტანდარტში იგულისხმება ის, რომ საფრთხე, რომელსაც კონსტიტუციას უქმნის ესა თუ ის პარტია, უნდა იყოს მყისიერი და უნდა იყოს გაზომვადი, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი. პარტიას იმავდროულად უნდა ჰქონდეს რეალური შანსი, ანუ იგრძნობოდეს არაკონსტიტუციური ქმედებების ალბათობა. თუ მათ თეორიულად აქვთ მხოლოდ ანტიკონსტიტუციური წარმოდგენები, ეგ არ ნიშნავს, რომ მაგ პარტიებს აკრძალავენ. ჩვენს შემთხვევაში „ოცნების“ არგუმენტები ძალიან სუსტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ ელოდნენ ოპოზიციური პარტიების საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებას, თორემ არ დაუშვებდნენ არც საჯარო გაშუქებას ამ პროცესის და არც იმ შედეგებს, რაც ამ გაშუქებას მოჰყვა, იმიტომ რომ ყველა გრძნობს, “ოცნების“
გიორგი შაიშმელაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ოცნების“ სარჩელი რუსეთის აგრესიის გამართლებას ემსახურება - ბეჟაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები