4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა - კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს
ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე 5-5 წლით მსჯავრდებულებმა კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულებმა - კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს.
შესაბამისი პოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
რაც შეეხება კიდევ ერთ მსჯავრდებულ, დავით ჟღენტს, ის დღევანდელ
პროცესზე არ გამოცხადებულა, შესაბამისად, მისი პოზიცია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უცნობია.
მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
აღნიშნულ საქმეს კიდევ ერთი მსჯავრდებული - ია დარახველიძე ჰყავს, ის ძებნაში იმყოფება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…