ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ბეჟაშვილი – ოლიგარქის დამარცხება ცალ-ცალკე პარტიების მიერ ვერ მოხერხდება, ერთიანობა არის გამოსავალი

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა და ოლიგარქის დამარცხება პარტიების გაერთიანების გარეშე ვერ მოხერხდება. ოპოზიციის ერთი ცენტრის ირგვლივ გაერთიანების აუცილებლობაზე მიხეილ სააკაშვილიც საუბრობს.

ლევან ბეჟაშვილი – ოლიგარქის დამარცხება ცალ-ცალკე პარტიების მიერ ვერ მოხერხდება, ერთიანობა არის გამოსავალი
ლევან ბეჟაშვილი – ოლიგარქის დამარცხება ცალ-ცალკე პარტიების მიერ ვერ მოხერხდება, ერთიანობა არის გამოსავალიპირველი არხი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების გარეშე ვერ მოხერხდება.

ბეჟაშვილის თქმით, გამოსავალი არის ერთიანობა, რისკენაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიებს ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნებისას მოუწოდებდა.

„ჩვენ იმთავითვე საზოგადოების დაკვეთას ვასრულებდით და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოუწოდებდა საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, რომ გაერთიანება აუცილებელი იყო. ამ გაერთიანების აუცილებლობა დადასტურდა თუნდაც სერბეთში ბოლო არჩევნებში, როდესაც ოპოზიციამ გაიმარჯვა ავტოკრატულ რეჟიმზე. ამიტომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ოლიგარქის დამარცხებაზე, ოლიგარქის დამარცხება ცალ-ცალკე პარტიების მიერ ვერ მოხერხდება, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს შეუზღუდავი ფინანსური რესურსები, ადმინისტრაციული რესურსი, ძალადობრივი აპარატი პოლიციის და სპეცსამსახურების სახით და ა.შ. ამიტომ ამას შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ ორგანიზებული ხალხი, მოტივირებული ხალხი. ბუნებრივია, ერთიანობა არის გამოსავალი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა. ახლაც ერთადერთი რეცეპტი არის ერთიანობა. ასე იყო უნგრეთში და ასე მოხდა სერბეთშიც“. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა: „ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერი (ლიდერები) აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერი ციხეშია“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ იმთავითვე საზოგადოების დაკვეთას ვასრულებდით და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოუწოდებდა საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, რომ გაერთიანება აუცილებელი იყო. ამ გაერთიანების აუცილებლობა დადასტურდა თუნდაც სერბეთში ბოლო არჩევნებში, როდესაც ოპოზიციამ გაიმარჯვა ავტოკრატულ რეჟიმზე. ამიტომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ოლიგარქის დამარცხებაზე, ოლიგარქის დამარცხება ცალ-ცალკე პარტიების მიერ ვერ მოხერხდება, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს შეუზღუდავი ფინანსური რესურსები, ადმინისტრაციული რესურსი, ძალადობრივი აპარატი პოლიციის და სპეცსამსახურების სახით და ა.შ. ამიტომ ამას შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ ორგანიზებული ხალხი, მოტივირებული ხალხი. ბუნებრივია, ერთიანობა არის გამოსავალი“
ლევან ბეჟაშვილი
„ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა. ახლაც ერთადერთი რეცეპტი არის ერთიანობა. ასე იყო უნგრეთში და ასე მოხდა სერბეთშიც“
მიხეილ სააკაშვილი
„ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერი (ლიდერები) აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერი ციხეშია“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი გაბუნია – მიხეილ სააკაშვილი უღირებულებო, განულებული პოლიტიკოსია, რომელმაც საქართველოს ბევრი ბოროტება და დიდი ზიანი მოუტანა, ბოლომდე მოუწევს, პასუხი აგოს მძიმე დანაშაულებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები