საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის შესახებ დეზინფორმაციის გაძლიერებაში უცხოურ ძალებს, მათ შორის აშშ-დან, ზოგჯერ ისრაელიდან, ირანიდან და რუსეთიდან მოქმედ ჯგუფებს ადანაშაულებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აშშ-დან, ისრაელიდან, ირანიდან და რუსეთიდან მოქმედ ჯგუფებს ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ყალბი გამოსახულებების გავრცელებაში ადანაშაულებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო საფრანგეთის შესახებ დეზინფორმაციის გაძლიერებაში უცხოურ ძალებს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ფრანგულ მედიას განუცხადა.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ, სოციალურ ქსელებში გახშირდა შოკისმომგვრელი და ზოგჯერ გაყალბებული - ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გამოსახულებების გავრცელება.
"ამ გამოსახულებებს იყენებენ, ამახინჯებენ და კიდევ უფრო ფართოდ ავრცელებენ ისინი, ვისაც სურს, რომ საფრანგეთის იმიჯს უცხოეთში ზიანი მიაყენოს", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ ტელეარხ France 2-ის ეთერში.
ბაროს თქმით, ასეთი ტიპის ინფორმაციას ხშირად აშშ-დან, ისრაელიდან ირანიდან და რუსეთიდან მოქმედი ჯგუფები ავრცელებენ.
"ეს ეხება იმ ჯგუფებსა და ძალებს, რომლებიც აშშ-დან, ზოგჯერ ისრაელიდან, ირანიდან და რუსეთიდან მოქმედებენ. ჩვენ ვხედავთ ისეთი შეტყობინებების გავრცელებას, რომლებიც საპროტესტო აქციებს მასობრივ იმიგრაციას ან რადიკალურ ისლამს უკავშირებენ", - დასძინა მინისტრმა.
მისივე თქმით, იმ კონტენტის ორი მესამედი, რომელიც იმიგრაციის საკითხებს ეხება, უცხოეთიდან ვრცელდება.
ციტატები სტატიიდან
„ამ გამოსახულებებს იყენებენ, ამახინჯებენ და კიდევ უფრო ფართოდ ავრცელებენ ისინი, ვისაც სურს, რომ საფრანგეთის იმიჯს უცხოეთში ზიანი მიაყენოს“
„ეს ეხება იმ ჯგუფებსა და ძალებს, რომლებიც აშშ-დან, ზოგჯერ ისრაელიდან, ირანიდან და რუსეთიდან მოქმედებენ. ჩვენ ვხედავთ ისეთი შეტყობინებების გავრცელებას, რომლებიც საპროტესტო აქციებს მასობრივ იმიგრაციას ან რადიკალურ ისლამს უკავშირებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…