ძვირადღირებული სამკაულების ქურდობის საქმე აშშ-ში – ორ ქართველ მამაკაცს ბრალი წაუყენეს
აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში, მდიდრული სახლების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე — ლევან ალექსიძე და მამუკა ჩაგანავა დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ისინი ისეთ სახლებს არჩევდნენ, სადაც მეპატრონეები შიგნით იმყოფებოდნენ.

აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში, საცხოვრებელი სახლების ქურდობის საქმეზე ორი ქართველი კაცი — 40 წლის ლევან ალექსიძე და 47 წლის მამუკა ჩაგანავა დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ფეირფილდში მდებარე მდიდრულ უბანში სახლებს ძარცვავდნენ.
ინფორმაციას ამერიკული გამოცემა CT Insider, ფეირფილდის პოლიციაზე დაყრდნობით, ავრცელებს.
ირკვევა, რომ მოქალაეები 24 სექტემბერს დააკავეს, თუმცა პოლიციამ საქმის დეტალები საჯაროდ 22 ოქტომბერს გაავრცელა.
გამოძიება ამბობს, რომ ქურდები ისეთ სახლებს არჩევდნენ, რომელთა მეპატრონეებიც სახლში იმყოფებოდნენ.
ლევან ალექსიძესა და მამუკა ჩაგანავას პირველი ხარისხის საცხოვრებელი სახლის ქურდობის ჩადენის მიზნით დანაშაულებრივ შეთანხმებაში მონაწილეობას ედავებიან.
დაკავების შემდეგ ორივეს თავდაპირველად 100 ათასი დოლარის ოდენობის გირაო განესაზღვრა. თუმცა CT Insider-ის მიერ მოპოვებული სასამართლო მონაცემებით, ალექსიძე მოგვიანებით 75 ათასი დოლარის გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, ჩაგანავა კი 22 ოქტომბრის მდგომარეობით კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა, 100 ათასი დოლარის გირაოთი.
გამოძიება გრძელდება და დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
უცნობია, კონკრეტულად რამდენი სახლი გაქურდეს, რა ღირებულების სამკაულებია წაყებული გაძარცული სახლებიდან.
ორივე მამაკაცის ბრალეულობა სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…