ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – სააკაშვილის ლიდერობა არ გაიშვა, ქვეყანა დაქცევის გზაზე დააყენა და შემდეგ ოპოზიციაში გადასულმა ყველაფერი გააკეთა, რომ საზოგადოება წინ არ წასულიყო

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

დეპუტატ დავით მათიკაშვილის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძის საქმეზე სამხედროს ფიზიკური განადგურების დავალება პრაქტიკულად აღიარა, რითაც საკონსტიტუციო სარჩელისთვის მმართველ გუნდს დამატებითი არგუმენტი მისცა.

დავით მათიკაშვილი – სააკაშვილის ლიდერობა არ გაიშვა, ქვეყანა დაქცევის გზაზე დააყენა და შემდეგ ოპოზიციაში გადასულმა ყველაფერი გააკეთა, რომ საზოგადოება წინ არ წასულიყო
დავით მათიკაშვილი – სააკაშვილის ლიდერობა არ გაიშვა, ქვეყანა დაქცევის გზაზე დააყენა და შემდეგ ოპოზიციაში გადასულმა ყველაფერი გააკეთა, რომ საზოგადოება წინ არ წასულიყოპირველი არხი

მიხეილ სააკაშვილს და რადიკალებს მეხუთე კოლონას სულ ტყუილად უხარიათ, სერბეთდა და უნგრეთში მიმდინარე პროცესებს კარგად დააკვირდნენ, იქ გამარჯვებულ ოპოზიციურ ძალებს, მათ ზოგად პოლიტიკურ წიაღსვლას და სულისკვეთებას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ,,სააკაშვილმა იმ საკითხსაც მიხედოს, რომ უფრო მეტად აღიარებს და პირდაპირ ღია ჩვენებას აძლევს მის მიერ დაკვეთით ჩადენილი დანაშაულების შესახებ”.

,,ვგულისხმობ შავაძის თემას, როდესაც პრაქტიკულად, მან პირდაპირ აღიარა ქართველი სამხედროს ფიზიკური განადგურების დავალების მიცემის თემა. ჩვენს კოლეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის არსებობით გამყარებასთან დაკავშირებით ამით კიდევ ერთხელ არგუმენტი მისცა. რაც შეეხება ლიდერებს, სააკაშვილის ლიდერობა არ გაიშვა. მან თავისი ე.წ. ლიდერობით ქვეყანა დაქცევის გზაზე დააყენა და შემდგომ კი, უკვე ოპოზიციაში გადასულმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება წინ არ წასულიყო. რომ არა, ქართველი ხალხის დიდი სიბრძნე, ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება”, რა თქმა უნდა, სააკაშვილი და მისი აგენტურული ძალა ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა. ეს ხალხი ქვეყანაში იმ სისხლის კალოს კვლავ დაატრიალებდა, რაც მას არაერთხელ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაუკეთებია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი – სრულიად გამჭვირვალეა პარტიების აკრძალვის სამართლებრივი რეალიზაცია, რაც ცალკეული ძალების მიერ დიქტატორისკენ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული, ეს არის მტკნარი სიცრუეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები