ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ქობულეთის შემოვლითი 31-კილომეტრიანი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. პროექტი არსებული ორი ზოლის პარალელურად დამატებითი ორი ზოლის მშენებლობას ითვალისწინებს.

ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართაიმედინიუსი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 საავტომობილო გზის ქობულეთის შემოვლითი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზეზემოქმედების შეფასებისა და მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადების ფარგლებში.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრის მიზანი ასევე იყო დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღება შეფასებისა და დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებლად. შეხვედრა ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები. პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის შემოვლითი გზის დაახლოებით 31 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორი ზოლის პარალელურად დამატებითი ორი ზოლის მშენებლობას. პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსების პროცესი ახალ ეტაპზე გადადისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები