ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 11:00 საათიდან განახლდება
ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმეზე სასამართლო სხდომა განახლდება; „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას ტყუილად და მანიპულაციად აფასებს.

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 11:00 საათიდან განახლდება. პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
გუშინ სასამართლო პროცესზე ნაციონალურ მოძრაობას მოუსმინეს. განხილვა პოლიტიკური განცხადებების ფონზე წარიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამტკიცებდნენ, რომ მათი მმართველობის პერიოდში სისტემური ძალადობა და პატიმართა წამება არ არსებობდა, ხოლო გახმაურებული საქმეები მხოლოდ ცალკეული გადაცდომები იყო.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სასამართლოში გაჟღერებული თითოეული განცხადება ტყუილი და მანიპულაცია იყო. პროცესის დასრულების შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ სიცრუის სერია მოსარჩელე მხარიდან არჩილ გორდულაძემ საგანგებო ბრიფინგზე ამხილა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…