5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ 13 ნოემბერს კითხვა-პასუხის ეტაპით განახლდება.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 13 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და სასამართლო კითხვებს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუსვამს.
ამასთან, როგორც ცნობილია, კითხვა-პასუხის ეტაპი სავარაუდოდ, მომდევნო კვირის სამშაბათამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატია5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა, რომელზეც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება, რამდენიმე წუთის წინ განახლდა
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს 12:00 საათიდან განახლდება
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განახლდება
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…