იაპონიის საელჩო – იაპონია არ აღიარებს ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების მცდელობას
საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალში 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

იაპონია არ აღიარებს ცხინვალში 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებაში.
„იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომელიც მოიცავს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებს.
აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…