ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The New York Times: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს

The New York Times-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს, რასაც მოსკოვი აშშ-ში დიზელის საწვავის ტრანსპორტირების შესახებ დისკუსიების ფარგლებში ითხოვს.

The New York Times: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს
The New York Times: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავსიმედინიუსი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთისთვის მორიგი დათმობის შესაძლებლობას განიხილავს - საუბარია სანქციების მოხსნაზე ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ინვესტიციების ფონდზე, რომელსაც ამერიკელი ოფიციალური პირები დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო გავლენის სფეროში კრემლის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

მოლაპარაკებებთან დაახლოებული პირების ცნობით, რუსი ოფიციალური პირები აღნიშნული ნაბიჯის გადადგმას უფრო ფართო დისკუსიების ფარგლებში ითხოვენ, რაც შეერთებულ შტატებში რუსული დიზელის საწვავის ტრანსპორტირებაში ამ ფონდის ჩართულობას ეხება.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაცია ფონდის განაცხადს სანქციების მოხსნის შესახებ დადგენილი პროცედურების შესაბამისად აფასებს, რაც „აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ომის დასრულების“ მცდელობის ნაწილია.

ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მოლაპარაკებების სენსიტიურობის გამო ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი შეაქო და მას კონფლიქტის დასრულებაზე მიმდინარე დისკუსიებში ამერიკელი მომლაპარაკებლებისთვის „სასარგებლო ელჩი“ უწოდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ომის დასრულების“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კირილ დმიტრიევი: აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე უარის თქმის ვარიანტებს ეძებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები