არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, სინამდვილეში მან ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო
არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ტყუილია მტკიცება, თითქოს 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება საკუთარი ნებით და მშვიდობიანად დათმო. მისი თქმით, სააკაშვილს ძალაუფლების დათმობა ხალხის მხარდაჭერამ და ამერიკელმა სენატორებმა აიძულეს, რის შემდეგაც მან პარლამენტის მიღებულ კანონებს 13 ვეტო დაადო.
ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა და მიუხედავად მის ხელში დარჩენილი ბერკეტებისა, ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების განხორციელებისთვის ხელი არ შეუშლია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო, ამასთან სააკაშვილი ხელისუფლების დათმობაში ამერიკელმა სენატორებმა დაარწმუნეს.
“სინამდვილეში: მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების დათმობამდე სააკაშვილი რამდენიმე საათით ადრე 2 ამერიკელ სენატორს შეხვდა, რომლებმაც ის ხელისუფლების მშვიდობიანად დათმობაში დაარწმუნეს. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება საკუთარი ნებით დათმო - აბსურდია.
გარდა ამისა, 2012 წლის შემდეგ სანამ სააკაშვილი ჯერ კიდე პრეზიდენტის პოსტს მცირე დროის განმავლობაში იკავებდა, მან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში შექმნილი დრაკონული კანონების შეცვლასა და გაუქმებას ითვალისწინებდა, 13 ვეტო დაადო”, - აღნიშნა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაარჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, სინამდვილეში მან ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო
არჩილ გორდულაძე: „ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, სინამდვილეში მან ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო“
ციტატები სტატიიდან
„სინამდვილეში: მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების დათმობამდე სააკაშვილი რამდენიმე საათით ადრე 2 ამერიკელ სენატორს შეხვდა, რომლებმაც ის ხელისუფლების მშვიდობიანად დათმობაში დაარწმუნეს. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება საკუთარი ნებით დათმო - აბსურდია. გარდა ამისა, 2012 წლის შემდეგ სანამ სააკაშვილი ჯერ კიდე პრეზიდენტის პოსტს მცირე დროის განმავლობაში იკავებდა, მან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში შექმნილი დრაკონული კანონების შეცვლასა და გაუქმებას ითვალისწინებდა, 13 ვეტო დაადო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…