POLITICO: საფრანგეთის მთავრობამ გასულ შაბათს გამართული საპროტესტო აქციების დროს სოციალური ქსელების დაბლოკვის შესაძლებლობა განიხილა
POLITICO-ს ცნობით, საფრანგეთის მთავრობამ საპროტესტო აქციების დროს არეულობის მონაწილეთა კოორდინაციის აღსაკვეთად სოციალური ქსელების, მათ შორის TikTok-ის, Instagram-ის, Snapchat-ისა და X-ის დაბლოკვის შესაძლებლობა განიხილა.

საფრანგეთის მთავრობამ გასულ შაბათს გამართული საპროტესტო აქციების დროს სოციალური ქსელების დაბლოკვის შესაძლებლობა განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 ოქტომბრამდე ერთი კვირის განმავლობაში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტაქტზე იყო მობილურ ოპერატორებთან, რათა განეხილათ სოციალურ ქსელებზე ან თუნდაც მობილურ ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის გზები კონკრეტულ უბნებში, რათა არეულობის მონაწილეებისთვის კოორდინაციის შესაძლებლობა აღეკვეთათ.
მოვლენები იქამდე მივიდა, რომ პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ ფრანგულ ოპერატორებს პირდაპირ მოსთხოვა, მზად ყოფილიყვნენ TikTok-ზე, Instagram-ზე, Snapchat-სა და X-ზე წვდომის დასაბლოკად. აღნიშნული წერილი ფრანგულმა ციფრულმა გამოცემა Blast-მა გასაჯაროვა, რომელმაც მთავრობის ამ მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია პირველმა გავრცელა.
POLITICO-სთან საუბრისას, ლეკორნუს ადმინისტრაციის, ტექნოლოგიების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ უარყვიათ არც ეს გადაწყვეტილება და არც აღნიშნული წერილის არსებობა.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მთავრობა ნაკლებად რადიკალურ სცენარსაც განიხილავდა - გეოლოკაციის ფუნქციის გათიშვას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…